სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეები გაკვეთილებს ოთხშაბათიდან ორშაბათამდე ეთიშებიან? - მინისტრის მოადგილე ხსნის, როგორ მოხდება დისტანციური სწავლის არჩევა
02-02-2021
-
+


„წარმატებით დაიწყო საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესები. ძალიან მაღალია დასწრების მაჩვენებელი რაც გვახარებს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, სადაც ინფიცირებულია სკოლის ადმინისტრაციის წევრი, ან მოსწავლის ოჯახის წევრი და ამ შემთხვევაში სკოლა ან კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლების ფორმატზე“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ქალაქის სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ დისტანციური სწავლება აირჩიოს. თუმცა როგორც მინისტრის მოადგილის კომენტარიდან ირკვევა ოთხშაბათიდან მომავალ ორშაბათამდე მოსწავლე სასწავლო პროცესს ეთიშება. ამის მიზეზად კი დგებუაძემ სკოლის მიერ ვირტუალური კლასის მოწყობისა და პროცესის ორგანიზება დაასახელა.

„მშობელმა უნდა დააფიქსიროს, რომ სურს დისტანციური სწავლებაზე დარჩეს მისი შვილი, სკოლები ამისთვის მზად არიან. დისტანციურ სწავლების არჩევას გარკვეული პროცესები ახლავს თან, ჩვენ გვქონდა ამის შესახებ შეხვედრა და სკოლებს აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. საუბარია რომ დროულად უნდა მოხდეს ვირტუალური საკლასო ოთახების დაორგანიზება. არ გამოვრიცხავ რომ არის შემთხვევები, როცა კონკრეტულმა სკოლამ ვერ მოახერხა ეს დროულად თუმცა მას ხვალვე შეუძლია ონლაინ დაიწყოს სწავლა.

მომავალი კვირიდან ყოველ ოთხშაბათს გაიხსნება ეს ფანჯარა მშობლებისთვის. რათა სკოლებს ჰქონდეთ დრო მოაწესრიგონ ამ ბავშვებისთვის ცხრილი, მოახდინოს მასწავლებლების ჩართულობა და ამ პროცესის დაორგანიზება. ყოველ ოთხშაბათს შეეძლებათ მშობლებს არჩევანის გაკეთების უფლება და სკოლას ექნება დრო რომ უკვე ორშაბათიდან მოსწავლე ვირტუალურ საკლასო ოთახიდან ჩაერთოს საკლასო ოთახში“, - განაცხადა დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება