მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველო თემურ წიკლაურის გარეშე დარჩა. იგი კვირების განმავლობაში ებრძოდა კოვიდს, თუმცა ვირუსი იმდენად ვერაგი აღმოჩნდა, ჩვენი „არწივიც“ კი დაამარცხა.
„ეტალონის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი თემურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს; მით უმეტეს, რომ ჩვენ მასთან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. საოცრად უყვარდა ბავშვები და სწორედ იმიტომ, რომ „ეტალონი“ განათლებული მომავალი თაობის აღზრდის სამსახურში იდგა, პროექტის დიდი გულშემატკივარი, თანამოაზრე და ჩვენი დიდი ოჯახის წევრი გახლდათ. განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ თემურ წიკლაურს და „ეტალონის“ ავტორს და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს. 31 იანვარს, „ეტალონისთვის“ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეს, როცა „ეტალონის“ მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიური პლატფორმების გაერთიანებით პირველი LIVE გადაცემა გავიდა ინტერნეტ-ეთერში, წამყვანებმა თემურ წიკლაურის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული დააფიქსირეს და „ეტალონში“ მომღერლის სტუმრობის კლიპი წარუდგინეს მაყურებელს.
ალბათ, ბევრ რამეზე სტკენია გული, ალბათ, სათანადოდ ვერც დავაფასეთ, თუმცა სამშობლოსა და საკუთარ ერზე უზომოდ შეყვარებულს, ჰქონდა მთავარი - ხალხის სიყვარული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.