მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში კვლავ ორცვლიან რეჟიმში აგრძელებს.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაცია ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.
სკოლის დირექცია მშობლებსა და მოსწავლეებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებულ რეგულაციებს კიდევ ერთხელ აცნობს და უსაფრთხო, ჯანმრთელ II სემესტრს უსურვებს.
„მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
გაცნობებთ, რომ სწავლას ვაგრძელებთ პირველ თებერვალს საკლასო ოთახებში კვლავ ორცვლიან რეჟიმში.
ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
სკოლის შენობაში მშობლები დაიშვებიან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში პირბადითა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. სხვა ყველანაირი კომუნიკაცია ძირითადად შედგება დისტანციურად.
სკოლაში შემოსვლისას მოსწავლეები გაივლიან თერმოსკრინინგს, თუმცა მაინც კარგი იქნება, თუ თქვენს შვილებს ყოველ დილით გაუზომავთ სიცხეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგზავნით სკოლაში. 37 გრადუსის და მეტის არსებობის, განსაკუთრებით ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ უნდა გამოუშვათ შვილები სკოლაში! ნებისმიერი მიზეზით მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ კლასის ხელმძღვანელს გაცდენის მიზეზი.
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მარკირებული წყლის ბოთლი (ანუ უნდა ეწეროს სახელი, გვარი) ან მარკირებული თერმოსი.
შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ სკოლის შენობაში შესვლისას ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც განთავსებული იქნება როგორც შესასვლელში, ასევე დერეფნებში. სადაც არის შესაძლებლობა და აუცილებლობა, დაიბანონ საპნით და წყლით
სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა უზრუნველყონ თმების შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
დერეფნებში და საკლასო ოთახებში აუცილებელია დისტანციის დაცვა.
სსიპ ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ გაგებით მოეკიდებით აღნიშნულ რეგულაციებს.
უსაფრთხო, ჯანმრთელ II სემესტრს გისურვებთ!!!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას