სიახლეები
სიახლეები

სასწავლო და სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებით მთავრობას და განათლების სამინისტროს სახალხო დამცველი მიმართავს
02-02-2021
-
+


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკოორდინაციო საბჭოს 22 იანვრის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საბავშვო ბაღების გახსნა და სამი დიდი ქალაქის სკოლებში დასწრებითი სწავლების განახლება მარტიდან იგეგმება.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, პანდემიის პირობებში განათლების უფლების უზრუნველყოფის თაობაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. ამასთან, იმ სკოლებში, სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს ან იგეგმება განახლება, მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურა, წყლის მისაწვდომობა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა პასუხობდეს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს პოზიციით, სკოლების დახურვამ საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების განათლების უფლება. ამასთან, სკოლების გახსნის პროცესში, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტური კოორდინაცია.

პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა საქართველოში განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები. დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებენ ბავშვები, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი შინამეურნეობების მხოლოდ 61.8% არის კომპიუტერით უზრუნველყოფილი. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პრობლემები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს - შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში, სახელმწიფო ზრუნვაში, რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ექმნება.

პანდემიის პირობებში განათლების უფლების უზრუნველყოფის თაობაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. რიგ ქვეყნებში გამოიყო ფინანსური რესურსი მოსწავლეებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და ინტერნეტის უზრუნველსაყოფად. ამასთან, სკოლებში, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, გათვალისწინებულია არსებული რეკომენდაციები, რაც გულისხმობს პირბადის ტარებას, შენობის რეგულარულ დეზინფექციას, სპეციალური სასწავლო გრაფიკის შედგენას მოსწავლეთა ნაკადების შემცირების მიზნით და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების ხანგრძლივად დახურვის, ასევე მათი გახსნის შესახებ გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში იყოს დასაბუთებული და ეყრდნობოდეს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით შეფასებას. მათ შორის, პროცესში შესაბამისი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინდივიდუალური საჭიროებები, მშობლების, ბავშვებისა და პედაგოგების აზრი და ჩართულობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა ინფრასტრუქტურული, წყლის მისაწვდომობის, სანიტარიის და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით. ამასთან, მოახდინოს შესაბამისი სადეზინფექციო და პრევენციული საშუალებებით აღჭურვა და მუდმივი განახლება;

სრულად შეაფასოს დისტანციური სწავლების პროცესში ქვეყნის მასშტაბით არსებული ხარვეზები, მათ შორის, ბავშვების ინტერნეტზე, კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები და პროცესის დაგეგმვისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული თითოეული ბავშვის საჭიროება;

შეაფასოს სკოლის მიტოვების რისკები, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებში და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად;

შეაფასოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტური კოორდინაციით იმსჯელოს მათ გაუმჯობესებაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეფასდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები, დაიგეგმოს ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით და სრულად განხორციელდეს საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო რესურსით;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემების შესაბამისად, ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას. მათ შორის, თითოეულ სკოლაში, სადაც პრობლემაა წყლის ხელმისაწვდომობა და საპირფარეშოებში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, დაიგეგმოს პრობლემის მოგვარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და შესაბამისი სარემონტო სამუშაოები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება