სიახლეები
სიახლეები

პედაგოგს ერთ გაკვეთილში 7 ლარი ერიცხება - რამდენმა მასწავლებელმა ჩაატარა დამატებითი დისტანციური გაკვეთილები?
03-02-2021
-
+


დამატებითი დისტანციური გაკვეთილები პირველ სემესტრში 5 200 მასწავლებელმა ჩაატარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა პედაგოგმა მიიღო დამატებითი ანაზღაურება, თუმცა თითო დამატებით გაკვეთლზე რამდენი დაერიცხა პედაგოგს, განათლების სამინისტრო არ გვიკონკრეტებს.

„მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემა დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე. აღნიშნული დანამატი არ გულისხმობს ძირითადი საათების გაზრდას და შესაბამისად, ძირითადი ხელფასის და სტატუსის დანამატის დაანგარიშებაზე გავლენას არ ახდენს.

აქვე ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ მასწავლებელთა დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა 1 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით შეადგენდა 5 200“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს პასუხის შემდგომ, უშუალოდ მასწავლებლებისგან მოვიძიეთ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რამდენს უხდის უწყება დამატებითი დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისთვის მასწავლებლებს. როგორც პედაგოგებმა გვითხრეს, დამატებითი ერთი დისტანციური გაკვეთილისთვის ისინი 7 ლარს იღებენ.

როგორც ცნობილია, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში ისევე, როგორც ახლა, მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ არჩევანი დასწრებით სწავლებისა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის გააკეთონ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებს, შვილის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ განაცხადის გაკეთება ყოველ ოთხშაბათს შეეძლებათ. სასწავლო პროცესს კი ეს მოსწავლეები მომავალი ორშაბათიდან განაახლებენ.

უწყების განმარტებით, დისტანციური პროცესის ორგანიზება ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე სკოლაზე დამოკიდებული და თავადვე განსაზღვრავენ როდის და რა ფორმით აუნაზღაურდებათ ის გაცდენილი საათებიც, რომელიც დასწრებითიდან დისტანციურზე გადასვლის პერიოდში უცდებათ მოსწავლეებს.

დასწრებითსა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ შემდეგი ქალაქის სკოლის მოსწავლეებისთვის არის ნებადართული: ზუგდიდი, თელავი, ზესტაფონი, გარდაბანი, ფოთი, მარნეული, ბათუმი, ქობულეთი და გორი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება