სიახლეები
ეტალონი

საქართველოს SUPER ოჯახები - „ეტალონის“ უპრეცედენტო LIVE პროექტი
02-02-2021
-
+


31 იანვარი ონლაინ-სივრცეში უპრეცედენტო პროექტების დღე გახლდათ. „ეტალონი“ ახალ გამოწვევას შეეჭიდა და ერთგულ თანამოაზრეებს სამი გადაცემა შესთავაზა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცა. „საქართველოს SUPER ოჯახების“ ინტელექტუალური კონკურსი ამ საგანმანათლებლო ტრილოგიის ერთ-ერთი კომპონენტია.

„დღეს უმაგრეს გადაცემას ვაკეთებთ“, - ასე მიესალმა პროექტის ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი საზოგადოებას და მონაწილეებს კონკურსის წესები გააცნო. მონაწილეთა რაოდენობამ კი, ამ შემთხვევაშიც, მოლოდინს გადააჭარბა.

„აჩვენეთ მთელ ქვეყანას გუნდურობის უპირატესობა თქვენი ოჯახის მაგალითზე!“, - გაამხნევა ბატონმა გოჩამ მონაწილეები და სტუდიაში ის ადამიანები იხმო, რომლებიც წლებია „ეტალონს“ გულშემატკივრობენ, ემეგობრებიან და თავს დიდი ოჯახის წევრებად მიიჩნევენ.

„ადამიანი, ვინც მუდამ გვერდით გვიდგას, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს და გულშემატკივრობს“, - ასე წარადგინა ბატონმა გოჩამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, რომელმაც აღნიშნა პროექტის მნიშვნელობა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რადგან ემიგრაციაში მყოფი ოჯახების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის; ამასთან, გაირკვა, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მხარს უჭერენ პროექტს და სწორედ ამ საკითხზე კომენტირებისას, ბატონმა დიმიტრიმ განაცხადა: „მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ და ჩვენი მიზანია ტერიტორიული მთლიანობა. ამის  გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი მისია. მივესალმებით, თუ ამ ფორმით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ჩაერთვებიან პროექტებში. ეს აუცილებელია, რათა არ დაავიწყდეთ საქართველოს ისტორია. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად - გვეყოფა ომი და ამიტომ მნიშვნელოვანია, იქაური ახალგაზრდობა მომზადებული დაგვხვდეს. ეს პროექტი კი თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს ამ დიდ საქმეში“.

გადაცემის სტუმარი გახლდათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც წლებია „ეტალონის“ პროექტების აქტიური მხარდამჭერია. მან არც ის დამალა, რომ მშობლიური მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს განსაკუთრებით გულშემატკივრობდა:

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინტერნეტიზაციას და ჩვენი სოფლების მოსახლეობას,  სადაც ნიჭიერებაა წარმოჩენილი, უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ასეთი განსაკუთრებული პროექტები იყოს მათთვის ხელმისაწვდომი“.

მოგვიანებით გამოვლინდა საქართველოს SUPER ოჯახებიც და გადაცემა, დადებითი ემოციების ფონზე დასრულდა:

ქეთევან ყუფარაძე, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლის, ანდრია ანდრიაძის მშობელი:

„პროექტის შესახებ, კარგის მეტი, არაფერი მეთქმის. ძალიან მოგვწონს izrune.ge, გადაცემამ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თქვენ გაიხარეთ, როგორც მე გამახარეთ. იცით, კოვიდის ცენტრში ვმუშაობ და მოგეხსენებათ, აქ როგორი დამთრგუნველი გარემოა, პროექტმა კი სიცოცხლის ხალისი მომცა, პირველმა ადგილმა ისე გამახარა, ემოციებისგან დაძინებაც კი გამიჭირდა. ყოველთვის გგულშემატკივრობთ და ბევრ წარმატებას გისურვებთ“

მაკა ლომიძე, ხიზაბავრის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლის, ნუცა მექოშვილის მშობელი:

„ნუცას izrune.ge ძალიან უყვარს და პროექტშიც სიხარულით მონაწილეობს. რაც შეეხება საქართველოს SUPER ოჯახებს, მართლაც საოცარი პროექტი გამოვიდა, მით უმეტეს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ყველას გვაკლია დადებითი ემოციები. თქვენ კი შეძელით, გაგელამაზებინათ ეს დღე. აღფრთოვანებულები ვართ და ბევრ წარმატებას გისურვებთ“.

ქეთევან დიასამიძე, ბათუმის N14 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლის, ანდრია ფურცელაძის მშობელი

„ძალიან კმაყოფილები ვართ, პირველ რიგში იმით, რომ ჩართულები ვართ izrune.ge-ში და ახლაც, სიმართლე გითხრათ არ ველოდით, გადაცემაში თუ მოგვიწვევდნენ. ანდრია პირველკლასელია და არ მეგონა, თუ აარჩევდით. რაც შეეხება შედეგს, რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები ვართ და ბავშვიც ისეთი ბედნიერი იყო, უნდოდა თავისი სიხარული ყველასთვის გაეზიარებინა“.

პროექტი თებერვალში კვლავ დაბრუნდება ონლაინ-სივრცეში, მანამდე კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეტალონისთვის“ ჩაკეტილი კარი არ არსებობს და ვერც პანდემია შეგვიშლის ხელს, ვემსახუროთ იმ დიდ საქმეს, რასაც ეფექტური განათლება ჰქვია.

იხილეთ „საქართველოს SUPER ოჯახების“ კონკურსის მონაწილეთა სრული სია

„საქართველოს SUPER ოჯახების“ Live, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება