სიახლეები
სიახლეები

იზრდება სტუდენტების რაოდენობა, რომელთაც სწავლის გადასახადი დაუფინასდებათ - ვის ეხება ცვლილება?
03-02-2021
-
+


სტუდენტური დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2015 წლიდან ფინანსდება იმ ოჯახების სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან ნაკლები და ახლა ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი.

"თქვენ იცით, რომ ამ პანდემიის პირობებში ძალიან გაუჭირდათ ადამიანებს, თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის ვირუსს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ეკონომიკური თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები შექმნა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი განვახორციელეთ იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და შესაბამისად, დღეს მინდა სიახლე მოგაწოდოთ სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არავის პრობლემების წინაშე არ ვტოვებთ, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობები, რომელთა ცოდნა, განათლება, შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

თქვენ იცით, რომ 2015 წლიდან ფინანსდება იმ ოჯახების სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან ნაკლები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა ან ნაკლები აქვს. ამ ინიციატივის შედეგად დამატებით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი დამოკიდებული იქნება, როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე ასევე, სოციალურ ბაზაში მის სარეიტინგო ქულაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა და თანადგომა", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, დაფინანსებული მაგისტრანტების რიცხვი 600-მდე გაიზრდება.

"გარდა ამისა, მოგეხსენებათ თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან თბილისში, სწავლობენ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები, ჩვენი ინიციატივით აღნიშული პროგრამა გვინდა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. კერძოდ, გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება. ამჟამად ფინანსდება წლიურად 300 მაგისტრანტი და ცვლილებების შედეგად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი, რაც ვფიქრობ ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. იმ სტუდენტებს ვისაც ასი პროცენტით დაფინანსებული აქვს სწავლა, ჩაერიცხება თანხა პირად ანგარიშზე. აგრეთვე, პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უნივერსიტეტი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.

ასევე, სიახლე გვაქვს ისიც, რომ სტუდენტისთვის წახალისების პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, თუ ადრე იბეგრებოდა, მომავალში არჩევანი ექნებათ მათ და სტიპენდია უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში არ დაიბეგრება. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, მაქსიმალურად გვექნება თანადგომა იმ ადამიანების, ოჯახების მიმართ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა და არავის პრობლემების პირისპირ არ დავტოვებთ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და მაქსიმალური თანადგომა იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება