სიახლეები
სამასწავლებლო

საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას საჯარო სკოლის დირექტორები აფასებენ - როგორია მოსწავლეთა დასწრება
03-02-2021
-
+


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან სასწავლო პროცესი ყველგან საკლასო ოთახიდან განახლდა, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა.

როგორია დისტანციური სწავლების შემდგომ საკლასო ოთახებში დაბრუნება, დაცულია თუ არა რეკომენდაციები, დადიან თუ არა მოსწავლეები და როგორ მიმდინარეობს მასწავლებელთა კორონავირუსის ტესტირების პროცესი - აღნიშნულ კითხვებზე etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ცინცაძე:

სკოლაში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია და რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ იყო მოწოდებული. ყველა მასწავლებელს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ორი კვირის შემდგომ კვლავ თავიდან გაივლიან ტესტირებას. მოსწავლეთა დასწრებაც ძალიან მაღალია, მოსწავლეები ნამდვილად მონატრებულები იყვნენ სკოლას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჭეიშვილი:

1-ლი თებერვლიდან დავუბრუნდით სკოლას. რეკომენდაციები სრულად არის დაცული, მოსწავლეები სკოლაში შემოსვლისას მოწმდებიან, მასწავლებლებს ტესტირება გავლილი აქვთ და ყველა მათგანს უარყოფითი პასუხი აქვს. ზოგადად, მოსწავლეთა დასწრება 100%-იანია, რადგან ამინდებიც კარგია, სეზონური გრიპებიც არ არის გავრცელებული და დიდი სიხარულით და მონდომებით დადიან ბავშვებიც სკოლაში. ასე, რომ სასწავლო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ტერტერაშვილი:

სასწავლო პროცესი სკოლაში რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა. სანამ სკოლას დაუბრუნდებოდნენ მოსწავლეები შენობაში სრული დეზინფექცია ჩატარდა, მოწესრიგდა საპირფარეშოები, აღიჭურვა ხელსაწმენდებით, სადეზინფექციო ხსნარებით, სკოლის შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები. მაქსიმალურად ვიცავთ არსებულ რეკომენდაციებს. რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, გუშინ და დღეს პედაგოგების ნახევარი უკვე გაიტესტა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა დასწრება არის მაქსიმალური. ისეთი მონატრებულები არიან სკოლას, რომ დიდი სიხარულით დადიან.

სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხურცილავა:

სასწავლო პროცესი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით განვაახლეთ. სკოლაში ყველაფერი მოწესრიგებულია და მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოა შემქნილი. მასწავლებლებიც ეტაპობრივად გადიან ტესტირებას და ყველაფერს ვასრულებთ რაც დავალებული გვაქვს. მინდა გითხრათ, ისიც, რომ მოსწავლეთა დასწრებაც საკმაოდ მაღალია.


ქედის მუნიციპალიტეტის კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მახარაძე:

რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, დაცულია. გათვალისწინებულია ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. მასწავლებელთა ტესტირების პროცესის დასრულებულია. ყველა მასწავლებელს ჩაუტარდა ტესტირება ერთის გარდა და ყველას პასუხი უარყოფითია. იმ ერთ მასწავლებელს გადატანილი აქვს კორონავირუსი და როგორც მოგეხსენებათ სამი თვის განმავლობაში ასეთი პირების ტესტირებაზე რეკომენდაცია არ არის. რაც შეეხება უშუალოდ მოსწავლეებს, გეტყვით, რომ თითქმის 100%-იანი დასწრება გვაქვს. 


ქარელის მუნიციპალიტეტის ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგალაძე:

სიმართლე გითხრათ , ჩვენთან სასწავლო პროცესი დისტანციურად მხოლოდ ზამთრის არდადეგების შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა, მანამდე სრულად დასწრებითი სწავლება გვქონდა. ახლაც რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაცია დაცულია და მოსწავლეებისთვის სკოლაში უსაფრთხო გარემოა შექმნილი. რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას - პროცესი დაწყებულია, მასწავლებელთა ნაწილი უკვე გაიტესტა, ნაწილიც ამ დღეებში გაიტესტება და ორ კვირაში ერთხელ ისინი გაივლიან სავალდებულო ტესტირებას.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა დასწრება ძალიან მაღალია, ბავშვები მონატრებულები იყვნენ სკოლას და სიხარულით დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ტაკიძე:  

სკოლებში რეკომენდაციების სრული დაცვით დავიწყეთ სასწავლო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების დიდი კონტიგენტი გვყავს, სკოლას აქვს 7 შემოსასვლელი და ყველა მათგანით ვსარგებლობთ, სასწავლო პროცესი მხოლოდ პირველ ცვლაში მიმდინარეობს. მოსწავლეთა დასწრება არის ძალიან მაღალი, ჯერჯერობით არც ერთი სიცხიანი მოსწავლე  არ დაფიქსირებულა, ყველა მასწავლებელს ჩაბარებული აქვს ტესტი და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო, შესაბამისად ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.

დისტანციური სწავლის არჩევის უფლება ჩვენს მოსწავლეებს არ აქვთ, რადგან სოფლის სკოლა ვართ, თუმცა მოსწავლეებს ამის სურვილი არც აქვთ, ისე არიან მონატრებულები სკოლას.

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ლუკავა:

მოწოდებული რეკომენდაციები სკოლაში სრულად არის დაცული, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები, თერმოსკრინინგი ყველაფერი ტარდება სკოლაში. მასწავლებელთა 20% გაიტესტა, ორ კვირაში კიდევ 20% დაიტესტება. ამ ეტაპზე ყველა მასწავლებლის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება მოსწავლეთა დასწრებას, თითქმის ას პროცენტიანი დასწრებაა. ყველა მონატრებულია სკოლას და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

შუახევის მუნიციპალიტეტის წყაროთის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე:

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარმატებით განახლდა. სკოლაში დაცულია ყველა რეკომენდაცია, მასწავლებლებმაც ჩაიტარეს კორონავირუსიზე ტესტირება და ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეთა დასწრება ძალიან მაღალია 99-100%. ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე შევძლებთ სკოლაში დარჩენას და სიარულს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდი თონეთის საჯარო სკოლის დირექტორი ცისნამი არზუმელაშვილი:

ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ დეკემბერში ვიყავით, თუმცა სკოლაში შემოწმება სისტემატიურად მიმდინარეობს. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს რესურსცენტრთან და ხდება შემოწმება. მუდმივად ვეკონტაქტებით მშობლებსაც, რეგულაციებთან დაკავშირებით ვაწვდით ინფორმაციას. რეკომენდაციები რა თქმა უნდა სრულად არის დაცული და სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება