მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 25 აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსი ასევე დაწესებულების 7 თანამშრომელს დაუდგინდა.
უწყების ცნობით, პანსიონში ჰიგიენის ნორმები დაცულია და მაღალი რისკის მქონე პირები იზოლირებული არიან.
“თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი: რამდენიმე ბენეფიციარს გამოეხატა რესპირატორული სიმპტომები და სწრაფი ტესტირებით განესაზღვრათ დადებითი შედეგი, რის შემდგომაც ყველა მათგანი მყისიერად გადაყვანილი იქნენ კოვიდ-სასტუმროში.
განხორციელდა მთელი კონტიგენტის გამოკვლევა და ყველა საეჭვო შემთხვევაში ხდებოდა განმეორებითი ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა დამატებით შემთხვევები.
დღეის მდგომარეობით, ჯამურად ფიქსირდება 32 შემთხვევა, მათგან 7 მოზრდილი და 25 ბავშვი.
აქედან 30 არის კოვიდ-სასტუმროში, 1 სტაციონარში, 1 ოჯახში", - განაცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.