მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის IX კლასში მათემატიკასა და ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებლები: ლია სვიმონიშვილი, ლამზირა გულბანი.
გაკვეთილის თემა იყო: გეომეტრიული გარდაქმნები, სიმეტრია, პროპორცია (მათემატიკა), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები; არქიტექტურული სტილი (ხელოვნება).
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა:
მოსწავლეებს შეედარებინათ ერთმანეთისთვის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები;
ემსჯელათ არქიტექტურული სტილის მსგავსება-განსხვავებაზე; აღმოეჩინათ სიმეტრია, დაემტკიცებინათ პროპორციის არსებობა ხელოვნებაში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს, შეძლეს ორი საგნის დაკავშირება, ცოდნის ტრანსფერი. გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს საკუთარი ნამუშევრები. გამოკვეთეს ხარვეზები და დაძლევის გზები.
მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებით და სასწავლო რესურსით გაამრავალფეროვნეს. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაებნენ, იაქტიურეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
გაკვეთილს ესწრებოდა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს