მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დისტანციური სწავლების შემდეგ მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული რეგულაციებისა, სკოლაში დაბრუნება ახარებს ყველას - როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
მაგრამ სახლში ყოფნის დროს ბავშვები სასკოლო რიტმს გადაეჩვივნენ. გთავაზობთ რჩევებს, როგორ დაეხმაროთ შვილს დაუბრუნდეს სკოლის რეჟიმს?
დაეხმარეთ მოსწავლეს შეადგინოს დღის ახალი განრიგი
დაეხმარეთ ახალი განრიგის შედგენაში. იმისთვის რომ მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობდეს, შეადგინეთ დღისა თუ კვირის განრიგი და მიუთითეთ, რა დროს რა საქმიანობით დაკავდეს, ამასთან აუცილებლად დარწმუნდით, რომ ბავშვს თავისუფალი დრო საკმარისად აქვს, რომ სწავლის მოტივაცია არ დაკარგოს და სკოლა და სასკოლო საქმეები მეტად შეიყვაროს.
დაეხმარეთ მოსწავლეს შეეჩვიოს ახალ რეალობას და შეახსენეთ წესები, რომელთა დაცვაც სკოლაში პანდემიის გამო მოუწევს
პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. ნათელია, რომ შიშით ცხოვრებით ყველა დაიღალა. მოსწავლეთა და მასწავლებელთა ამოცანაა - შეახსენონ მოსწავლეებს, რომ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელშიც აუცილებელია სოციალური დისტანცია, ანტისეპტიკური ხსნარი და პირბადე. ნუ შეაშინებთ ბავშვს და არ ჩამოუყალიბოთ სკოლაში კორონავირუსით დაინფიცირების შიში. აუხსენით, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, საკმარისია ჰიგიენის მარტივი წესების დაცვა. ეცადეთ ეს ყველაფერი აუხსნათ მშვიდად, თუ მშობლები დარწმუნებით და მშვიდად საუბრობენ, ბავშვებიც უკეთ გრძნობენ თავს როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.
მიეცით ბავშვს ერთი კვირა და ის თავის სოციალურ აქტივობას დაუბრუნდება
ბავშვები სოციალიზდებიან პიროვნებად ფორმირების ადრეულ ეტაპებზე. ეს ხდება, სხვადასხვა ასაკში 3-დან 12 წლამდე. მას შემდეგ, რაც ბავშვმა ეს ეტაპი გაიარა, არანაირი წყვეტა, ხანგრძლივიც კი, მის ურთიერთობას თანატოლებთან არ გააუარესებს. კონფლიქტების რაოდენობაც ასევე მკვეთრად და უსაფუძვლოდ არ გაიზრდება.
ადროვეთ თქვენს შვილს ერთი კვირა და ის თავის სოციალურ აქტივობას დაუბრუნდება. ხოლო თუ პირველკლასელის მშობელი ხართ, მხარი დაუჭირეთ სკოლაში მისი ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია თუ ხელს არ შეუშლით. ნუ გააკრიტიკებთ, ნუ გაკიცხავთ, არამედ შეეცადეთ გაუგოთ. შექმენით ინტერესის არეალი. დაუსვით მეტი კითხვა რომელიც მის გარემოცვას ეხება: რა მოსწონს? ვისთან ურთიერთობა მოსწონს? და ა.შ.
მიეცით ადაპტაციისთვის დრო
ნუ მოსთხოვთ მოსწავლეს თავიდანვე ზედმეტად ბევრს. მიეცით მოსწავლეს დრო მიეჩვიოს სასწავლო რეჟიმს, განრიგსა და სკოლის რიტმს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია