სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ ქალაქის მერმა დააჯილდოვა
08-02-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წლის ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ თეკლა გიორხელიძე ქუთაისის მერმა დააჯილდოვა. „ეტალონის“ მნიშვნელობაზე და მის პოზიტიურ გავლენაზე etaloni.ge - სთან ქუთაისის მერმა, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა, ქუთაისის „ეტალონის“ წარმომადგენელმა, ქუთაისის N30 საჯარო სკოლა დირექტორმა და გამარჯვებულმა მოსწავლემ ისაუბრეს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ მერია ნიჭიერ ახალგაზრდებს მხარში უდგას: 

„საბედნიეროდ, ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს ქუთაისში. დღეს სახელოვან მწვრთნელებს და ნიჭიერ მოსწავლეს შევხვდით და დავასაჩუქრეთ. სხვადასხვა თაობის ადამიანები არიან და ესეც სიმბოლურია. ქუთაისის მერია ყოველთვის მხარში დაუდგება მათ, ახალი წარმატებების მისაღწევად“.

ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის ვაჟა ჯუღელის შეფასებით, ყურადღება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სტიმულისთვის:

„ეტალონი“ ათეულ წელზე მეტია ტარდება და ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველწიურად იღებენ ამ ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობას. წელს პანდემიის პირობებში პირველად ქუთაისის „ეტალონი მოსწავლის“ კონკურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ონლაინ გამოვლინდა ქუთაისის გამარჯვებული მოსწავლეც, რომელსაც დღეს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა და წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოც გადასცა 300 ლარის ოდენობით.

ასეთი შეხვედრები და ყურადღება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სტიმულისთვის, არა მხოლოდ გამარჯვებული მოსწავლის, არამედ ზოგადად ბავშვებისთვის. რადგან ხედავენ, როგორი  მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების მიღება, ინტელექტუალური განათლებისა და მათი მომავალი წარმატებისათვის“.

მაყვალა ქობულაძე, ამავე გაერთიანებისა და ქუთაისში „ეტალონის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროექტს მოსწავლეებში ძალიან დიდი დაინტერესება აქვს:

„ეტალონს“ მოსწავლეებში ძალიან დიდი დაინტერესება აქვს. პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა არაერთი სხვა პროექტიც შექმნა მათ შორის izrune.ge, სადაც ყველა კლასის მოსწავლეს შეუძლია ტესტები გაიაროს, ნახოს თავისი შეფასება და მიიღოს დიპლომი და ა.შ. რაც შეეხება „ეტალონს“ ყოველწლიურად ტარდება ჩვენთან და სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე ყველა სკოლა იღებს მასში მონაწილეობას. წელს ონლაინ ჩემპიონატში 500-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული, მეორე ეტაპზე 40-მდე მოსწავლე შეირჩა და სწორედ ამ მოსწავლეებიდან გამოვლინდა ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“. თეკლა გიორხელიძემ „ეტალონში“ რეკორდიც კი დაამყარა და 2 წუთსა და 29 წამში 95 ქულა დააგროვა.

ფინალის ჩატარების შემდგომ მერიაში პანდემიის გამო ვერ მოხერხდება გამარჯვებულ მოსწავლესთან შეხვედრა და ახლა, როცა მდგომარეობა გაცილებით მშვიდია, ქალაქის მერმა წარმატებისთვის, სიმბოლური ჯილდო გადასცა თეკლას. რაც ძალიან დიდი სტიმულია თავად მოსწავლისთვის“.

როგორც ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა გიორხელიძე გვეუბნება, ყურადღება ძალიან სასიამოვნო იყო.

„ძალიან გამიხარდა ასეთი ყურადღება. ნამდვილად მოულოდნელი იყო. ვისაუბრეთ სკოლაზე, განათლებაზე. ქუთაისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებისთვის მერმა პრიზიც გადმომცა. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იყო“.

ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ქალაქის მერის მხრიდან მსგავსი ყურადღება მოსწავლეთა მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მერმა პირადი მადლობა მას და მის მოსწავლეებსაც გადაუხადა „ეტალონის“ პროექტში მიღწეული წარმატებისთვის: 

„ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თეკლა გიორხელიძეს ქუთაისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვება მიულოცა. სიმბოლური ერთჯერადი საჩუქარიც მიიღო მოსწავლემ მერისგან. აღინიშნა ისიც, რომ ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე მოხვდა პირველ ათეულში, მათ შორის სამმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს.

შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობასა და მოსწავლეებში მის პოპულარობაზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, „ეტალონში“ ჩართულობა და რამდენად ბევრს ნიშნავს ეს პროექტი ბავშვებისთვის. საუბარი ასევე შეეხო სასკოლო ცხოვრებას. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მათ შორის მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის კუთხითაც და მინდა ამისთვის მერიას მადლობა გადავუხადო“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...