მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბი „რადონი“ საინტერესო მუშაობას ეწევა. საკლუბო მუშაობაში მოსწავლეები ხალისით არიან ჩართულნი, საინტერესო დამხმარე სასწავლო რესურსებს ქმნიან, პრეზენტაციებს ამზადებენ და კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ.
კლუბს ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე ხელმძღვანელობს.
„ჩვენს სკოლაში საინტერესო მუშაობას ეწევა ქიმიის კლუბი „რადონი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე, იგი თანაბარი ძალისხმევით მუშაობს როგორც დასწრებით, ასევე დისტანციური სწავლების დროს.
მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა დამხმარე რესურსებს და წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს. მაგალითად, ქიმიურ ტექნოლოგიებზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა მე-11 კლასის მოსწავლემ მარია ბერიამ, მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი გურეშიძემ მოგვაწოდა დამხმარე რესურსი „ლითონები", მე -11 კლასის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძემ დისტანციურ გაკვეთილზე გააკეთა პრეზენტაცია აქტუალურ თემაზე „პოლიეთილენი და ჩვენ", ხოლო დამხმარე რესურსი ქიმიაში - „ქიმიური ტექნოლოგიები“, მოამზადა მე-11 კლასის მოსწავლემ მონიკა მანაგაძემ.
მე-8 კლასში ქიმიის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების შესრულების დროს დიდი დაინტერესება გამოიწვია ექსპერიმენტის ჩატარებამ თემაზე: „სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარის მომზადება და მასური წილის განსაზღვრა“.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა საკითხთან დაკავშირებით გამოთქვეს ვარაუდები, შეარჩიეს საჭირო ჭურჭელი, ხელსაწყოები, ჩაატარეს ექსპერიმენტი ლაბორატორიაში მუშაობის წესების გათვალისწინებით, შედეგები შეიტანეს წინასწარ მომზადებულ ცხრილში. მითითებული ფორმულის გამოყენებით აწარმოეს გაანგარიშებები და დაწერეს ცდის ოქმი. შემდეგ კი გააკეთეს პრეზენტაციები, დაასაბუთეს გამოთვლები, დასვეს შეკითხვები და უპასუხეს.
კომპლექსური დავალების შესრულებამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.
მადლობა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს ქალბატონ მარინე გურეშიძეს აქტიური და მრავალფეროვანი მუშაობისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“
ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას