მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
„წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და საქართველოში 2021 წლის 3 თებერვალს, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა! ამჯერად, არსებული ეპიდსიტუაციის გამო ღონისძიება ონლან რეჟიმით დაიგეგმა. თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებიც, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ ამ ღონისძიებას წიგნის პოპულარიზაციისა და კითხვის კულტურის დამკვიდრების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგმა, ონლაინ შეხვედრაზე მოიწვია საბავშვო მწერალი და მთარგმნელი ვასო გულეური, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ვასო გულეურის ნაწარმოებების მიხედვით. თავად ავტორმა კი წაუკითხა ზღაპარი -„კაშალოტ შარლოტას შადრევანი“ და ბავშვების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კიდევ ერთი საინტერესო მოგონება ჩაიწერა ამ პატარების სასკოლო ისტორიაში, მადლობა ამისათვის ვასო გულეურს, წინ კიდევ მრავალი წარმატება ელით! დაე, მათი სახით წიგნის ქომაგები და დედაენის დამცველები აღზრდილიყვნენ...“,-ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“
ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას