სიახლეები
სიახლეები

„8 წელია გიცნობთ და 8 წელია, ერთი და იმავეს იძახით, არ უნდა სჭირდებოდეს ამას ჩხუბი“ - წულუკიანი დგებუაძეს მიმართავს
08-02-2021
-
+


განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს 2022-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ამჟამად, რამდენიმე დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის პროცესი მიმდინარეობს.

ამ განცხადებით, დგებუაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უპასუხა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას: „რვა წელია, გიცნობთ და 8 წელია, ერთი და იმავეს იძახით. მართლა მაქვს კითხვა, ბატონი დენისი არ არის ჩართული თქვენთან საკონსულტაციო ჯგუფებში? ჯერ ქალბატონ ლია გიგაურს საყვედურობდა, რატომ არ ვარ ჩართულიო, ახლა თქვენ გსაყვედურობთ და იქნებ, აგვიხსნათ“.

„როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიის დოკუმენტზე, ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრა ამაზე. მინისტრის ბრძანებით იქმნება რამდენიმე დონის სამუშაო ჯგუფი. სამინისტროს შიდა სამუშაო ჯგუფი უკვე დამტკიცებულია. იქმნება უკვე შემდეგი გარე ჯგუფი, საერთაშორისო, ადგილობრივი ორგანიზაციები შევლენ ამ ჯგუფში. ასევე, პარლამენტში შეიქმნება, წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. ჩვენ ვმუშაობთ სამუშაო ჯგუფების ნაწილზე და დამტკიცების პროცესში ვართ. სტრატეგია ეხება როგორც სკოლამდელ განათლებას, ზოგადს, პროფესიულს, უმაღლეს მეცნიერებას და ყველა დონეს. ეს არის 2022-2030 წლების განათლების სამინისტროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგია დაფუძნებული იქნება სწორედ გამჭვირვალობის პრინციპზე.

„დამტკიცდა შიდა სამუშაო ჯგუფი, თანამშრომლები, ვინც აქტიურად იმუშავებენ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე. ახლა პროცესში ვართ. სტრატეგია სწორედ გამჭვირვალობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა  ეკატერინე დგებუაძემ.

ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პირადად უწევს რეკომენდაციას დენის დავითაშვილს, რათა სამუშაო ჯგუფში ჩართონ.

„ჩართავთ ბატონ დენისს? თქვით ეს ხმამაღლა. ე.ი. ბატონი დენისი გახდება ამ ჯგუფის წევრი. მე ვუწევ პირადად რეკომენდაციას და არ მგონია, რომ კომიტეტის რომელიმე წევრი წინააღმდეგი იქნება. მართლა 8 წელი მესმის, რომ განათლების სამინისტრო არ რთავს არც ამ კონკრეტულ ადამიანს და არც სხვებს რაღაცა ფართო პროცესებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავინ არ გყავთ ჩართული. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გყავთ ჩართული, მაგრამ ვინაიდან ეს აჩენს შერჩევითობის განცდას, მე რა თანამდებობაც მაქვს, ეცით პატივი ამას და რეკომენდაციასაც, რომელსაც ვუწევ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დისკუსია დასრულდეს. ადამიანი იძახის, არ ვარ ჩართული. ვინ გყავთ ასეთი? არ უნდა სჭირდებოდეს ამას ჩხუბი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება