სიახლეები
სიახლეები

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში“ - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ელენე კენჭოშვილი
08-02-2021
-
+


ელენე კენჭოშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. რომელიც ამჟამად, თანატოლებთან ერთად მონაწილეობას KIU Visual Math Fest-ის კონკურსში იღებს. 

პროექტის ფარგლებში, ელენემ, მათემატიკის სკოლის ერთმა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ორმა სტუდენტმა შექმნეს ჯგუფი, რომელიც მუშაობს Harmonograph-ის შესწავლაზე, ხელოვნებაში მის გამოყენებაზე. გოგონა, ასევე, ჩართულია უნივერსიტეტის სხვა პროექტშიც, რომლიც სტუდენტებს განვითარების დამატებით შესაძლებლობასა და მოტივაციას აძლევს. მან მონაწილეობა მიიღო KIU Photo Contest-ში, საკუთარი ნამუშევარი წარადგინა და ახლა კონკურსის შედეგებს ელოდება. მისი თქმით, ეს პროექტი საუკეთესო საშუალებაა დამწყები ფოტოგრაფებისთვის, მიიღონ უდიდესი გამოცდილება ხელოვნების ამ დარგში.

მათემატიკა ბავშვობიდანვე აინტერესებდა და ყოველთვის, როდესაც მომავალი, სასურველი პროფესიის შესახებ ჰკითხავდნენ პასუხი უცვლელი იყო - „მსურს გავხდე მათემატიკის პედაგოგი“. აღნიშნული მეცნიერების მიმართ მსგავსი ინტერესის გამო სწავლობდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის, ხოლო ბოლო სამი წლის მანძილზე №23-ე საჯარო სკოლებში. პირველი კლასიდან აქტიურად იყო ჩართული მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადებში, მათ შორის,  „ევერესტის“, “პითაგორას“, “ანაბასისის“, “Smart competition“-ის კონკურსებში. მათემატიკის მსგავსად, მეტ დროს უთმობდა უცხო ენის - ინგლისურის შესწავლას. სკოლის ბოლო საფეხურზე, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აერჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ შეიტყო. აბიტურიენტი მაშინვე დაინტერესდა მეგა-პროექტით და დაიწყო KIU-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება. საუნივერსიტეტო ქალაქის ყველა შესაძლებლობამ - ულტრათანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელმა გარემომ, TUM-ის საგანმანათლებლო მოდელმა, გრანტების ფონდმა, გაცვლითი პროგრამების არსებობამ, დასაქმების პერსპექტივამ აღაფრთოვანა მომავალი სტუდენტი. გოგონა ყველაზე მეტად სუბიექტურმა ფაქტორებმა გაახარა, KIU-ს სამი პროგრამიდან მისთვის სასურველის - მათემატიკის მიმართულების და უნივერსიტეტის მშობლიურ ქალაქში არსებობამ იმთავითვე გადააწყვეტინა KIU-ში ჩაბარება.

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში. გერმანული გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების ინგლისურ ენაზე მიღება საუკეთესო გამოწვევაა სტუდენტებისთვის. საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვა კი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. უნივერსიტეტის პროფესორები, ასისტენტები და ზოგადად, KIU-ში დასაქმებული ყველა, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევა ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სტუდენტი არასდროს ინანებს. 
არ შემიძლია აქვე არ ვახსენო სუბიექტური ფაქტორი - ქუთაისში KIU-ს არსებობა, ჩემთვის როგორც ქუთაისელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციონირება ავითარებს ჩვენს ქალაქს. უამრავი ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდა უკავშირებს საკუთარ მომავალს ქუთაისს და ყველაზე საინტერესო წლებს აქ ატარებს.“ - ელენე კენჭოშვილი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება