მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება. მანამდე კი 3 მარტიც, უქმე დღეა და საგაზაფხულო ერთკვირიან დასვენებამდე, მასწავლებლები და მოსწავლეები დედის დღესაც ისვენებენ.
თუმცა, არდადეგების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პანდემია. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა და საკლასო ოთახებს მხოლოდ ახლა, 15 თებერვალს უბრუნდებიან და სკოლებისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებით, ზოგიერთ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან დამატებითი სერვისის მისაწოდებლად შესაძლებელია, მასწავლებლებმა გამოიყენონ უქმე დღეებიც, გაჩნდა კითხვა: ხომ არ გაუქმდება საგაზაფხულო არდადეგები ან შეიცვლება თარიღები? - აღნიშნული კითხვით ჩვენ არაერთმა პედაგოგმა და მოსწავლის მშობელმა მოგვმართა.
მათ საპასუხოდ სამინისტროში ამბობენ, რომ პანდემია საგაზაფხულო არდადეგებს არ ცვლის და სკოლები მარტში ერთი კვირით ტრადიციულად დაისვენებენ. ამას ემატება 3 მარტიც, რომელიც ასევე სასწავლო დღეს ემთხვევა და შესაბამისად, სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესისგან დედის დღესაც თავისუფალი იქნება.
საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
2020-2021 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა 170 დღეს მოიცავს. I სემესტრი 74 სასწავლო დღეს შეადგენს, II სემესტრი კი - 96 სასწავლო დღეს.
I კლასი სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებს, XII კლასი - 20 მაისს, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი - 15 ივნისს. რაც შეეხება არდადეგებს, ზამთრის არდადეგები დაიწყება 30 დეკემბერს და გაგრძელდება 14 იანვრის ჩათვლით, საგაზაფხულო არდადეგები კი - 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით.
ასევე დაგაინტერესებთ:
2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.