მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ (დირექტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ. სარაჯიშვილის 108) გუნდი ერთხმად თანხმდება, რომ ღირებულებებზე დამყარებული გარემო ქმნის ჯანსაღად განვითარების პირობებს. სკოლა კი ის გარემოა, სადაც ყალიბდება ფუნდამენტური ღირებულებები, პიროვნული თუ მორალური განვითარების კუთხით, ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლაში წიგნიერი გარემო და მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად სწორად შერჩეული აქტივობები.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო“ - არის პროექტი, რომელმაც გააერთიანა სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.
წიგნიერების დღესთან დაკავშირებით სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, წელს განსხვავებული სახე მიეცა ამ დღეს. მასწავლებლების: ლიკა ლაგვილავას, ნია დათუკიშვილის, მედეია ბოლქვაძის, ნინო სამსონაშვილის, თამარ ოქრიაშვილის, სალომე ქევხიშვილის, მარიამ მოდებაძის, თეკლე ბეგიაშვილის, ირინა დოლიძისა და ეკატერინე ბეჟიტაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები განსხვავებული პროექტებით შეუერთდნენ ღონისძიებას („ადამიანი სრულქმნილი ხდება წიგნის კითხვით!“, „მეგობარი წიგნი“, „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ და სხვ.);
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ გუნდი ცდილობს, აღსაზრდელებს აზიაროს ის დიდი საგანძური, რომელსაც წიგნი ჰქვია, გონებაში წარმოდგენილი სცენარი უფრო მეტად თვლსაჩინო და ხილვადი გახადოს შემოქმედებითი პროექტებით.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“
ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას