მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეკომენდაციების დაცვით, მიმდინარეობს.
სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეგულაცია დაცულია.
სკოლა მოსწავლეთა მშობლებს სოციალური ქსელის საშუალების მიმართავს და მათ მათი შვილების უსაფრთხოებისთვის სკოლაში გატარებულ ღონისძიებებს აცნობს.
„ჩვენო ძვირფასებო, როგორც ვიცით მძვინვარებს პანდემია, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ პანდემიასთან ერთად ცხოვრებას, სიცოცხლე გრძელდება და საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებშია....
რას აკეთებს სკოლა რეკომენდაციების შესასრულებლად?
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?!
ამის შესახებ მშობელთა კრებებზე გესაუბრებიან კლასის დამრიგებლები და სკოლის ექიმი. შეხვედრები გაიმართება თიმსში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს...
სკოლის ორივე შესასვლელში განთავსებულია დეზობარიერი, რომელიც სუფთავდება და სველდება სპევიალური სითხით.
სკოლის ორივე შესასვლელში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სკოლის ექიმის და დირექციის მეშვეობით ხდება ნაკადის გაკონტროლება.
სკოლაში შემოსვლისას მოსწავლე-მასწავლებლები გადიან თერმოსკრინინგს და იმუშავებენ ხელებს სადეზინფექციო სითხით.
სკოლაში პირბადით გადაადგილდება მოსწავლე, მასწავლებელი, სკოლის ყველა პერსონალი.
სველი წერტილების დამუშავება მიმდინარეობს ყველა შესვენების შემდეგ.
საკლასო ოთახების განიავება ხდება შესვენებებზე.
ნაკადების გაკონტროლება ხდება შეჭრილი შესვენებებით.ყველა კლასი ერთად არ გამოდის.
დერეფნები ყველა დასვენების შემდეგ იწმინდება ქლორირებული წყლით.
ჩვენო ძვირფასებო, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას რეკომენდაციებზე....
ჩვენ ვცდილობთ, ერთად უნდა გადავლახოთ“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“
ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას