მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს... რა თქმა უნდა, ონლაინ-სივრცეში და არსებული რეკომენდაციების სრული გათვალსწინებით. თუმცა, პანდემიურ ფონს ხელი არ შეუშლია მონაწილეებისთვის, ღონისძიება, სტუმართან - მწერალ და ესეისტ რატი მუჯირთან ერთად, ნამდვილ დღესასწაულად ექციათ:
„სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ (დირექტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) აქტიურადაა ჩართული მასშტაბურ ღონისძიებებში. წელს მეექვსედ აღინიშნა ჩვენს ქვეყანაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. მსოფლიოში მას ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს საერთო დევიზით: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.
ჩვენმა სკოლამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლია ბაზაძის ინიციატივით, მონაწილეობა მიიღო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროექტში: მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი ავტორები სტუმრობდნენ სკოლებს და უნივერსიტეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ უმასპინძლა ძალიან საინტერესო ადამიანს, მწერალს, ჟურნალისტს, ესეისტს - რატი მუჯირს, რომელმაც ჩვენს უფროსკლასელებთან ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის ცხოვრებაში, მან გაუზიარა მსმენელებს თავისი ჟურნალისტური გამოცდილება მსოფლიოს ცხელ წერტილებში მუშაობისა („არაბული გაზაფხული“, სირიის ომი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, ერაყის სამშვიდობო მისია და ქართველი ჯარისკაცები). ავღანურ ამბებს ეხება მწერლის მეორე წიგნი, საიდანაც ამონარიდები წაიკითხა ავტორმა. მოსწავლეებისთვის ეს თემები ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა, შესაბამისად დასვეს მრავალფეროვანი შეკითხვები. ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც ხომ ესაა - ფიქრი აღუძრას მოსწავლეს და ასევე აპოვნინოს თავისი სათქმელიც...
პროექტის ორგანიზატორებისგან ჩვენმა უფროსკლასელებმა მიიღეს შესანიშნავი საჩუქარი - „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომა, რაც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება მათთვის, იკითხონ ყველგან და ყოველთვის, ჩამოყალიბდნენ გემოვნებიან მკითხველებად, მიიღონ სიამოვნება, დაფიქრდნენ, გახდნენ მეტად თავისუფალნი და შემწყნარებელნი, ლიტერატურა ამის შანსს ნამდვილად გვაძლევს ადამიანებს... „იყო მკითხველი - ეს ხომ თავისთავად სასწაულია“...
ვიდეო სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას