მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ საქართველოსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 წლიდან ზემოთ ასაკის მოსახლეობაზეა გათვლილი.
„ბავშვების შემთხვევაში Pfizer ვაქცინა ამბობს, რომ 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული ვაქცინის გამოყენება, AstraZeneca-ს შემთხვევაში 16 წლიდან ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლიდან ზემოთ ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, ჩვენც შესაბამისად განვაგრძობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფების ვაქცინაციას, ჯერ ეს მონაცემები არ არსებობს “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბავშვებში ვირუსის ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია ბავშვებში კორონას ვაქცინაზე.
„ყველა ის ვაქცინა რომელიც დღეს გამოიყენება რეკომენდირებულია 18 წლიდან. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებში და ბავშვებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.