მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორც კი ცნობილი გახდა, რომ 15 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით გახსნილ სკოლებს თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებებიც მიემატება, მაშინვე გაიჟღერა, რომ ქალაქის მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის უფლება ჰქონდათ.
თუმცა ეს არჩევანი მასწავლებელს დამოუკიდებლად არ აქვს. მას ამაში მშობლების დახმარება დასჭირდება, მთავარია, მან დაარწმუნოს, რომ მათივე შვილების უსაფრთხოებისთვის ასეა საჭირო.
როგორც ირკვევა, თუ პედაგოგს, ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სურს ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს, როგორც კლასის, ისე სკოლის დონეზე. უფრო კონკრეტულად კი, თუკი პედაგოგებისა და მშობლების 60% მიიჩნევს, რომ სწავლა ონლაინ უნდა გაგრძელდეს, მაშინ ასეც მოხდება.
„კონკრეტული კლასის/კლასების სინქრონულ/ასინქრონულ სწავლებაზე გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სურვილს და მზაობას გამოთქვამს აღნიშნული კლასის ყველა მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლების 60 % მაინც“ - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.