მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარკვეული პერიოდის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რა გამოწვევის წინაშე დადგებოდა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა; თუმცა სკოლების ხელმძღვანელებისა და მასწავლებლების ძალისხმევით, საქართველოში სასწავლო პროცესი შედგა, არ მოხდა წყვეტა მოსწავლესა და სკოლას შორის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი, თემურ ქარცივაძე, ბლიც-ინტერვიუში სწორედ იმაზე საუბრობს, როგორ შეძლეს, ღირსეულად დაეძლიათ ყველა წინააღმდეგობა და მოსწავლეებისთვის სათანადო, ხარისხიანი განათლება მიეცათ:
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- მე ვდარდობდი ჩვენი მოსწავლეების ამ არათანაბარ შესაძლებლობაზე. ვდარდობ იმაზეც, რომ არავინ იცის, ხვალ რა გამოწვევას შევეჯახებით; არავინ იცის, გავაგონებთ თუ არა ჩვენს ხმას მათ, ვისაც ჩვენი უნდა ესმოდეს... მაგრამ მთავარი, რაც ამ თვეებში თითოეულმა ჩვენგანმა ისწავლა, ისაა - სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო და ადამიანებს, არც იზოლაციაში და არც ყოველგვარი შეზღუდვისგან თავისუფლებს, ერთმანეთზე უკეთესი არავინ გვეყოლება.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- დისტანციური სწავლება ბევრი დადებითის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მასწავლებელმა უნდა გამოიმუშაოს გარემოს შეცვლილ სიტუაციაში მოქმედების, ასევე თვითდისციპლინის, პასუხისმგებლობისა და საკუთარი ქცევის მართვის უნარი. რათა უზრუნველყოს საკუთარი მოსწავლეების განათლება იმ დროს, როცა სწავლება რეალურ სასკოლო სიტუაციაში შეუძლებელი ხდება.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- კაცობრიობის არსებობის მანძილზე მასწავლებელი მუდმივად ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე იდგა და ყოველი ახალი გამოწვევა წინა გამოწვევებზე ბევრად მეტ შემოქმედებითობასა და რაციონალურობას მოითხოვდა. ასე მოხდა ახლაც, ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში მთელი მსოფლიოს მასწავლებლებმა საკუთარი სახლებიდან დაიწყეს მასწავლებლობა
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მართალია, თავიდან დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიწია და არ იყო ადვილი, მაგრამ პოზიტიური გაძლიერებისა და მოთმინების საშუალებით ჩადებული ინვესტიცია მომავალში ძალიან გაგიმარტივებთ შვილებთან/მოსწავლეებთან კომუნიკაციას.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ბავშვები და მოზარდები საჯარო სივრცეებიდან გაქრნენ და ონლაინ-სამყაროში გადაინაცვლეს. დახურულია სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები. ლექციები და გაკვეთილები ონლაინ ტარდება, მეტი დრო ჩნდება ონლაინ-ფორუმებისა და სოციალური ქსელებისთვის, მეგობარს ვიდეო-ჩათში ხვდები და ახლობლებსაც იმავე გზით ეკონტაქტები – ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება, სწავლა არ წყდება, კომუნიკაციის ახალი ფორმები მეტ ლეგიტიმაციას იძენს. მომავალი იმაზე მალე დადგა, ვიდრე ველოდით და ჯერ არ ვიცით, რამდენად კარგად ვართ საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, თუმცა ვიცით რისკები, რაც ამ ყველაფერს ახლავს.
- მშობლებს ვურჩევდი...
- კარგი იქნება, თუ ონლაინ-სწავლების პირობებში მშობლები ყურადღებას მიაქცევენ, რამდენ საათს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან. დღის განმავლობაში 5-6 ონლაინ-გაკვეთილზე დასწრება და მასში მონაწილეობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დღის დარჩენილ მონაკვეთში ბავშვმა შეწყვიტოს კომპიუტერთან ურთიერთობა. მაგრამ, თუ ის „არასაგაკვეთილო“ პერიოდში კომპიუტერული თამაშებით დაკავდება, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას. ამდენად, საჭირო და აუცილებელიც კია, მოზარდმა კომპიუტერული თამაშები სხვა, უფრო სასარგებლო საქმიანობით ჩაანაცვლოს. ამის გაკეთება შედარებით ადვილი იქნება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის „მოწამლული“ კომპიუტერული თამაშებით. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მშობლების დაკავებულობის გამო, მათთან ურთიერთობის შესაძლებლობას მოკლებული მოზარდისთვის მშობლის მიერ შეთავაზებული, მასთან ერთად გასაკეთებელი საქმე შეიძლება ძალიან მიმზიდველი და საინტერესოც აღმოჩნდეს. ამასთან, ასეთი ერთობლივი საქმიანობა სახლში გამოკეტილ ბავშვს ერთგვარად სოციალური ურთიერთობის დეფიციტსაც შეუვსებს და მისი შემდგომი სოციალური განვითარების ხელშემწყობიც გახდება.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ადამიანისგან გარკვეული საადაპტაციო პერიოდის გავლას მოითხოვს. ამდენად, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში, პირველივე დღეებში ნუ გვექნება დიდი წარმატებების მოლოდინი, ვიყოთ გულისხმიერი, მიმტევებელი, ნაკლებად კრიტიკული ასეთი ფორმით სწავლებაში ჩართული ადამიანების მიმართ; ორიენტირებული ვიყოთ დადებითზე, დავაფიქსიროთ თითოეული დადებითი შედეგი, ნუ დავიშურებთ პოზიტიურ კომენტარებს; თუმცა, ამასთან ერთად, საჭირო იქნება შექმნილი პრობლემების გამოსწორებაზეც ვიფიქროთ, გავაანალიზოთ თითოეული რთული შემთხვევა, ვეძებოთ გამომწვევი მიზეზები და დავსახოთ მისი გამოსწორების გზები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე