მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მერხებს, რეგულაციების დაცვით, დაუბრუნდნენ.
სკოლაში დაბრუნება ახარებთ, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. სკოლა სასკოლო საზოგადოებას სკოლაში დაბრუნებას ულოცავს.
„საგაზაფხულო არდადეგები 15 მარტამდე გრძელდებოდა. გაგვიხარდა.....
დათბება, გარემო საგაზაფხულოდ მოირთვება და ჩვენც დავბრუნდებით, ასე ვფიქრობდით.
მაგრამ უჩვეულოდ გაგრძელდა ჩვენი არდადეგები.
საქართველო და მსოფლიო გაირინდა რაღაც ცუდის მოლოდინში. პანდემია....
COVID 19 ... კორონა ვირუსი სიტყვები დამკვიდრდა ყოველდღიურ მეტყველებაში. პირბადიანი ხალხი და დამფრთხალი მზერა. შორიდან მისალმება... შეიცვალა ირგვლივ ყველაფერი. თითქოს გაუფერულდა, სახლში გამოვიკეტეთ. ონლაინ სწავლებაში გავიწაფეთ და „სულებივით“ ვიძახებდით მოსწავლეებს, თუ აქ ხარ მიგვანიშნე! ამასობაში წელიწადი მიილია. ყველას გვენატრებოდა ეს დრო, როცა ლაღები ვიყავით. ბავშვებს გულში ვიხუტებდით, სწორი პასუხის შემთხვევაში მზრუნველად ხელს გადავუსვამდით.
ეკრანის ციმციმისაგან გადაღლილი თვალები ცრემლით გვევსებოდა.
როგორც იქნა დავუბრუნდით საკლასო ოთახებს, მართალია დისტანციის დაცვა აუცილებელია მაგრამ ბავშვებისაგან წამოსული ემოცია ეკრანს მიღმა არ რჩება, ყველას შეგვიძლია გამოვუყოთ დრო. იმედია მალე ისევ ძველ ამპლუაში ვიქნებით ყველანი.
ყველას გილოცავთ სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელებას“,- ნათქვამია სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას