მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თუ მასწავლებელი არის რისკჯგუფში, აქვს ქრონიკული დაავადება ან გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამას დაადასტურებს, მაშინ დისტანციურად სწავლების უფლება ეძლევა, თუმცა „დილით წნევა მქონდა და ვერ წავალ, ამაზე არ არის საუბარი“, - აღნიშნავს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრო მასწავლებლებს, რომლებიც რისკჯგუფში შედიან უფლებას აძლევს დისტანციური სწავლება აირჩიონ. თუმცა 50 წელს გადაცილებული მასწავლებლების რაოდენობა სკოლებში საკმაოდ დიდია. კითხვაზე რა მიდგომა აქვს სამინისტროს თუ მასწავლებლებმა მასობრივად მოითხოვეს დისტანციურზე გასვლა მინისტრის მოადგილე პასუხობს:
„პირველ რიგში ვსაუბრობთ წესებზე. ჩვენი ექიმები გვეუბნებიან, რომ თუ დავიცავთ წესებს, გვეკეთება პირბადე და გვექნება ერთ მეტრიანი დისტანცია ძალიან დაბალია რისკი იმისა, რომ ინფექცია გადამდები იყოს.
რაც შეეხება მასწავლებლებს, მგონია რომ მასწავლებლის უფლებაც უნდა იყოს დაცული, ისევე როგორც ჩვენი მოსწავლეების უფლება და ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ, სახელმწიფო მათზე იზრუნოს. ამ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ თუ რეალურად ადამიანს აქვს ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა და ეს დაზუსტდება, რაღაცა დილით წნევა მქონდა და ვერ წავალ, ამაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი თუ ქრონიკული დაავადებაა, ან არის რისკი რომ ყოველდღიურად ამ პროცესში იყოს ჩართული, ამას ადასტურებს მასწავლებელი და უფლება ეძლევა მისი კონკრეტული საგანი დისტანციურად ჩავატაროთ, ან კოლეგამ ჩაატაროს რაღაც პერიოდი. შეთანხმების საფუძველზეა ეს სავალდებულო არ არის. ეს არის პროცესი, როცა სკოლა იწყებს საუბარს მასწავლებელთან, როგორ მოხდეს ასეთი რისკის ქვეშ მყოფი მასწავლებლის სასწავლო პროცესის დაორგანიზება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.