მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ისააკ ნიუტონი - ინგლისელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ალქიმიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი. მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”, სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს.
ნიუტონი პირველი იყო, ვინც ჩამოაყალიბა დედამიწის და პლანეტების მოძრაობის მმართველი ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტაზე.
ლუი ლაგრანჟის თქმით: “ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ეხლაა შესაძლებელი”.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონი ღრმადმორწმუნე პიროვნება იყო, მაინც არ სჯეროდა სატანის და წმინდანების.
დიდი შიში ჰქონდა ბიბლიის მიმართ. გაცილებით მეტი რელიგიაზე აქვს დაწერილი, ვიდრე მეცნიერულ სფეროში.
მას ეკუთვნის სიტყვები: “მაჩვენეთ ისეთი დამამტკიცებელი საბუთი, როგორიცაა ჩემი შეხედულებები”. ყოველთვის სჯეროდა საკუთარი თავის და მიაჩნდა, რომ “ნიუტონი არ ცდება”.
ისააკ ნიუტონი ერთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა პოლიტიკაშიც. რა თქმა უნდა, აქაც ყველასგან ყველაფრით განსხვავებული იყო. მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, გამოთქვა ერთადერთი აზრი. მან თავისთან ახლო მდგომ კარის კაცს სთხოვა დაეხურა ღია ფანჯარა, რომელიც დახატული იყო.
ნიუტონის საფლავის ქვას ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში ამშვენებს წარწერა: „აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტების მოძრაობა, კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები. ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებებს, რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა. ბუნების, წარსულის და წმინდა წერილის მუყაითი, ბრძენი და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოფიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას, ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას…“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.