მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეებისთვის V კლასის ზევით, პირბადეების ტარება სავალდებულოა, სკოლის ადმინისტრატორებს გაუჩნდათ კითხვა - ვინ უნდა შეიძინოს პირბადეები მოსწავლეებისთვის?
აქამდე პირბადეებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და ელექტროთერმომეტრებით სკოლებს განათლების სამინისტრო უზრუნველყოფდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ათასობით მოსწავლეზე და საინტერესოა, აპირებს თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებების მომარაგებას ოფიციალური უწყება? - ამის გარკვევა Etaloni.ge-მ პირდაპირ ადრესატთან გადაწყვიტა.
როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, საკითხი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია და კონკრეტული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი, როგორც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განცხადა, პირბადე სკოლაში მოსწავლეს მშობელმა უნდა გამოატანოს! თუმცა აქაც ერთი კითხვისნიშანია - რამდენი ნიღაბი დასჭირდება ბავშვს, რომელსაც დღეში 5-7 გაკვეთილი აქვს, მაშინ როდესაც პირბადის მოხმარების დრო დაახლოებით 4 საათით განისაზღვრება? აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქმე ბავშვებს ეხება, რომელთაც შესაძლოა ნიღაბი დაუვარდეთ, მერხზე დადონ... რის შემდეგაც ის გამოუსადეგარი გახდება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სკოლებსაც მოუწევთ თავის შეწუხება, რათა სასკოლო საზოგადოების თითოეული წარმომადგენელი უზრუნველყონ სამედიცინო ნიღბებით.
ზოგან კი ათასი ან მეტი მოსწავლეა და გამოდის, სკოლებს, რომლებმაც პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლებისას ბიუჯეტი გვარიანად დაზოგეს, ამჯერად ჯიბეზე ხელის გაკვრა ნამდვილად მოუწევთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.