მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლა ვალდებულია განათლების სამინისტროს მიერ თვის განმავლობაში დამატებით ჩარიცხული თანხა უკან დააბრუნოს თუ აუთვისებელი დარჩა.
„საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის ან/და სხვა მიზეზით წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა“, - აღნიშნულია უწყების მიერ სკოლებისთვის მიწოდებულ დოკუმენტში.
როგორც ცნობილია, პანდემიის პირობებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი როგორც დასწრებით, ისე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლა დამატებით ანაზღაურებას ურიცხავს მასწავლებელს დისტანციურად ჩატარებული გაკვეთილისთვის, ასევე მასვე ევალება მასწავლებლების სკოლაში მიყვანისა და უკან დაბრუნების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ სკოლებისთვის დამატებითი ხარჯებია, რომლის გაღების საშუალება სკოლების ნაწილს არ აქვს. შესაბამისად, განათლების სამინისტროს რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სკოლას უფლება აქვს უწყებისგან დამატებითი დაფინანსება მოითხოვოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.