სიახლეები
პიროვნება

„გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“ - ლუიზა ფარტენაძე, ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი
10-02-2021
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის, ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წარმატებით გაუმკლავდა დისტანციური სწავლების გამოწვევებს, სასწავლო პროცესი წარმატებით განახორციელა და დღეს, ხელმძღვანელი, ლუიზა ფარტენაძე, ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, თუ რა ასწავლა პანდემიამ; იმასაც აღნიშნავს, როგორ ამაყობს საკუთრი მოსწავლეებით, განსაკუთრებით უმცროსკლასელებით, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ დღევანდელი ვითარება და ზედმიწევნით იცავენ ყველა რეგულაციას.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- მოხერხებულობა და კომფორტულობა, ასევე სწავლების ინოვაციური მიმართულებები.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი კაცობრიობას დიდხანს ემახსოვრება კორონავირუსისა და მისი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. მაგრამ ამ წელს არ დაივიწყებენ იმ მოვლენებისთვისაც, რომლებიც ჩაიშალა ან გადაიდო პანდემიის პირობებში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებით.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- და მიხარია, რომ სასწავლო პროცესის დროს განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები ძალიან კარგად იცავენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურ ჩართულობასა და თანამშრომლობას სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება