მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 თებერვალს თბილისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს უკვე გადაეგზავნათ, თავის მხრივ კი სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებიცა და მშობლებიც საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.
სწორედ ამიტომ, თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლიანა ფუტკარაძემ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. Etaloni.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენო ძვირფასო 133-ელებო!
როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან გვეძლევა საშუალება, სწავლა გავაგრძელოთ სკოლაში პირისპირ სწავლების რეჟიმში. თქვენი მშობლიური სკოლა, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა და ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა თქვენთან შესახვედრად, მაქსიმალური უსაფრთხო გარემოს ორგანიზებისათვის. განხორციელდა გენერალური დასუფთავება, გენერალური დეზინფექცია. გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია; დაკმაყოფილებულია პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი. სამინისტრომ იზრუნა, როგორც ყველა, ასევე ჩვენი სკოლის სადეზინფექციო საშუალებებითა და პირბადეებით საკმარისზე მეტი რაოდენობით აღჭურვაზე, ადმინისტრაციამ იზრუნა ხელსაბანების თბილი წყლით უზრუნველყოფაზე. სწავლის დაწყებამდე სკოლის პერსონალის 100%-ს ჩაუტარდება კოვიდტესტირება. სკოლის ჰიგიენური მდგომარეობა რომ სანიმუშოა, აღარ ვისაუბრებ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-სწავლების დროს მაქსიმალურად იხარჯებოდა ყველა მასწავლებელი და რისი გაკეთებაც ამ ფორმატში შეიძლებოდა კეთდებოდა მაქსიმალური - ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაცია და საერთოდ, ფიზიკურ სწავლებას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ მოგცათ არჩევანის უფლება, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია www.Online.emis.ge, მიმართოთ კანცელარიას და დარჩეთ ონლაინ-სწავლების ფორმატზე, მოგიწოდებთ, ერთად, ერთმანეთის გვერდით დგომითა და მხარდაჭერით, ხელი შეუწყოთ ფიზიკურ სწავლებას. ჩვენი მხრივ კი გპირდებით,რომ თავდაუზოგავად ვიშრომებთ, ვიქნებით მაქსიმალური ყურადღებით, რათა დაცული იყოს თქვენი შვილების, როგორც ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ასევე მათ ჰქონდეთ უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
p.s. დღის რეჟიმის, გაკვეთილების ცხრილისა და წესებისა და პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებენ დამრიგებლები.
p.s.ფიზიკური სწავლების მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელსა და მზრუნველობას მოვაკლებთ ონლაინ-სწავლებაზე დარჩენილ ბავშვებს. არჩევანის გაკეთება თქვენზეა.
ყველას მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებებს გისურვებთ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“
ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას