2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა შესაძლოა, საკუთარი კალმებით ისარგებლონ
06-11-2017
დაკოპირებულია
-
+
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, საკუთარი კალმებით ისარგებლონ. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „ყოველწლიურად ვყიდულობთ ტუშიან კალმებს, აბიტურიენების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სკანერს არ შეექმნას პრობლემა და წაიკითხოს ნაწერი. რადგან ეს საკითხი აქტუალურია, ვფიქრობ, აბიტურიენტებს შევთავაზოთ, შეიძინონ არა 90-თეთრიანი, არამედ ორლარიანი კალმები,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა. მისივე თქმით, გამოცდებზე დგას კონდიცირების პრობლემაც და აქედან გამომდინარე შესაძლოა, მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ ჩატარდეს.
„კონდიცირების პრობლემა ასევე არსებობს სკოლებში. არც ერთ სკოლაში კონდიცირების სისტემა არ არის დამონტაჟებული. ასე რომ, გამოცდების ეროცნული ცენტრი ვერ აიღებს ამ პრობლემის მოგვარებას თავის თავზე,“ - განაცხადა მიმინოშვილმა.