სიახლეები
სიახლეები

კომისია, რომლის გადაწყვეტილებით მასწავლებელს სტატუსს მინისტრი უმაღლებს - რატომ არ საჯაროვდება წევრების ნაწილის ვინაობა
19-05-2021
-
+


განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევის მქონე პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლება, განათლების მინისტრს ბრძანების საფუძველზე შეუძლია.  კანდიდატურას კი სპეციალურად შექმნილი კომისია ამტკიცებს, რომელიც 11 წევრისგან შედგება. 

საინტერესოა ვისი გადაწყვეტილებით უმაღლდებათ სტატუსი მასწავლებელს? -
აღნიშნული კომისიის შემადგენლობის შესახებ, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. თუმცა უწყებამ კომისიის 11 წევრიდან, ხუთის ვინაობა არ გაგვიმხილა, მიზეზი პერსონალურ მონაცემთა დაცვაა. 

შესაბამისად, მინისტრის 2020 წლის 07 ოქტომბრის N959700 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების შემუშავებისა და დამტკიცების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ასლი მივიღეთ, რომელშიც კომისიის 5 წევრის ვინაობა წაშლილია. 

კომისიის შემადგენლობაში შემავალი წევრების ჩამონათვალი, რომელიც საჯაროა და გამოგზავნილ ბრძანებაში ჩანს, ასეთია: 

1. ეკატერინე დგებუაძე - განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;

2. ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი;

3. ლევან თაქთაქიშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი;

4. მანანა რატიანი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

5. ლალი კალანდაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

6. მარიამ ტაბატაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი.

იხილეთ, მინისტრის ბრძანება:






კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება