მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეებმა ცხოველთა დაცვის მიზნით პროექტი განახორციელეს. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, მარტვილის უპატრონო ძაღლები დააპურეს. მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს ცნობიერების ასამაღლებელი ფლაერები, სადაც ადამიანებს ცხოველებზე ზრუნვისკენ მოუწოდებდნენ.
„ეს კეთილი ადამიანები - ელენე, ნიკუშა, ანასტასია, მაშიკო და ოლიკო, თავიანთ მეგობრებთან ერთად, არიან ამ ქვეყნის მომავალი, იმედი და ძალა არაჩვეულებრივი ნანა ჭიჭაღუას გაკვეთილზე -„მე და საზოგადოებაში“ დაგეგმეს პროექტი.
იდეა იყო ის, რომ ისედაც უსახლკარო ცუგებს პანდემიისას განსაკუთრებით გაუჭირდათ. უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს მათი გამოკვების შესაძლებლობა და ენთუზიაზმი. ამიტომ დაგეგმეს პროექტი, სადაც მარტვილის უპატრონო ძაღლები უნდა დაეპურებინათ.
ჯერ ადგილები შეარჩიეს, სადაც ეს ცუგები თავს იყრიან ხოლმე, მერე ფუნქციები გაინაწილეს, შეიძინეს საკვები, პირბადეები და ხელთათმანები უსაფრთხოებისთვის, შინიდან მოიტანეს ჯამები, წყალი, დაამზადეს ცნობიერების ასამაღლებელი ფლაერები, სადაც ადამიანებს მოუწოდებდნენ, მათაც გამოეკვებათ უპატრონო ძაღლები. ეს ხელნაკეთი ფლაერები ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სუპერმარკეტში დაარიგეს და როგორი გულისამაჩუყებელია, რომ ამ 5-მა ცუცქნმა ბევრი ადამიანი აიყოლია ამ კეთილ საქმეში.
გამოგიტყდებით, არ მეგონა, ეს დღე თუ ასე რიგიანად ჩაივლიდა. ოლიკოს ღამეები არ ეძინა, ისე ელოდა კვირას. მიუხედავად იმისა, რომ გაწვიმდა, გარეთაც საკმაოდ ცივა, ბავშვები მაინც შეიკრიბნენ და გააკეთეს ის, რაც ასე ძალიან უნდოდათ და რამაც ასე ააბრჭყვიალა ისინი.
განსაკუთრებული მადლობა უმამიკოეს - ზაზა გაგუას, რომ ბავშვებს ეს ბედნიერება აჩუქა და მადლობა ჩვენს დიდ იმედს ამ პატარუკა ქალაქში მარტვილის კერძო სკოლა „სხივს“,- წერს მოსწავლის მშობელი ქეთო ნინიძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას