სიახლეები
სამასწავლებლო

„ჯობია ვიყოთ პირბადით, ვიდრე ვიყოთ სახლში“ - სკოლების დირექტორები მოსწავლეებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციაზე საუბრობენ
11-02-2021
-
+


მოსწავლეებისთვის V კლასიდან ზევით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, თუმცა ამავე დროს, სკოლამ უნდა გააკონტროლოს, სამედიცინო ნიღბის გარეშე არც ერთი ბავშვი არ იყოს შენობაში. ერთი შეხედვით, ეს სკოლებისთვის, ზედმეტი თავისტკივილია, თუმცა ინიციატივას საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები დიდი სიხარულით შეხვდნენ.

ვინ გააკონტროლებს პირბადით მოსწავლის დასწრებას სკოლაში და როგორ მოახერხებს სკოლა ამ რეგულაციის შესრულებას? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართა:

არსენ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა მივესალმებით რეგულაციას - მოსწავლეებმაც ატარონ პირბადე. როგორ შევძლებთ გაკონტროლებას? - ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვექნება, რადგან ჩვენს სკოლაში არცთუ ბევრი ბავშვია და გარდა ამისა, მოსწავლეებიც კარგად აცნობიერებენ, რომ ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

ლელა კირკიტაძე, ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

უდავოდ ვემხრობით ამ რეგულაციას, რადგან ყველამ ვიცით, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები არიან უსიმპტომოები და მათგან შესაძლოა მოხდეს თანატოლების, ასევე მასწავლებლების დაინფიცირება. რაც შეეხება კონტროლს - ეს არ გაგვიჭირდება, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ პირბადის გარეშე პირი სკოლაში ისედაც ვერ შემოვა... გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ თავად ბავშვებიც მოტივირებულები არიან, მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეგულაციები; მშობლებიც მიესალმნენ ამ ინიციატივას და სხვათა შორის, აქამდეც ჩვენი ბავშვები სკოლაში პირბადით დადიოდნენ. ჩვენ კი, თვითშეგნების ამაღლებაზე ვმუშაობთ, ასე რომ, თითოეული მოსწავლის სურვილია, დაიცვას კლასელები, მასწავლებლები, მშობლები.

სალომე მაყაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესმის, რთულია, რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში პირბადით ჯდომა, მაგრამ ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათივე უსაფრთხოებისთვის და სწავლის გასაგრძელებლად საკლასო ოთახებში. ამ საკითხის გაკონტროლება კი არ გაგვიჭირდება, სკოლა პატარაა, ბავშვებიც სულად აცნობიერებენ ვითარებას, იცავენ რეგულაციებს და ერთად ვიბრძვით იმისთვის, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

ვალერი გოგნაძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან მოგვეწონა, მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო რომ გახდა, თუმცა მანამდეც ბავშვები სამედიცინო ნიღბებით იყვნენ... მესმის, არცთუ სასიამოვნოა, გაკვეთილზე პირბადე გეკეთოს, მაგრამ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილია, ყველამ დავიცვათ რეგულაციები, ჯანში ეს ყველაფერი კეთდება კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის.


დავით როსტომაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის პირბადით სიარული ცოტა რთული საკითხია - გაუჭირდებათ სამედიცინო ნიღბით გაკვეთილებზე ჯდომა, თუმცა თავს ზევით ძალა არ არის და უნდა დავემორჩილოთ, რადგან ეს ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. პირბადეების მარაგიც გვაქვს, თუმცა უმჯობესია მშობლებმა გამოატანონ ბავშვებს, რადგან ჩვენი სკოლა მრავალირცხოვანია და ცოტა გაგვიჭირდება V კლასის ზემოთ მოსწავლეების პირბადეებით მუდმივად უზრუნველყოფა.

ირმა წაქაძე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქმე ის გახლავთ, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენს სკოლაში 15 თებერვალს უნდა დაწყებულიყო სწავლა, სარემონტო სამუშაოების გამო, განათლების სამინისტროს თხოვნით მივმართეთ და ონლაინ-სწავლებაზე ვრჩებით, თუმცა მივესალმებით ინიციატივას - პირბადეები მოსწავლეებმაც ატარონ, რადგან ჩვენივე უსაფრთოხებისთვისაა საჭირო. რთულია, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - ჯობია ვიყოთ პირბადით, ვიდრე ვიყოთ სახლში.

იოსებ მეგრელიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები ისედაც ატარებდნენ პირბადეს, ტრანსპორტში ნიღბის გარეშე ვერავინ ავიდოდა. ასე რომ პირბადით სკოლაში სიარული მათთვის სიახლე არ არის და დარწმუნებული ვარ, ამ რეგულაციის დაცვა ნამდვილად არ გაგვიჭირდება.


მადონა ლომსაძე, ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის პირბადეები სავალდებულო როგორც კი გახდა, ჩვენი ბავშვები გაკვეთილებს რეგულაციების დაცვით ესწრებიან და არც რომელიმე მშობელს მოუმართავს იმის გამო, რომ ბავშვს ამის გამო დისკომფორტი შეექმნა. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ბავშვებისთვის პირბადის ტარება ნებაყოფლობითი იყო, მაშინაც სამედიცინო ნიღბები ეკეთათ. ეს რეგულაცია ყველას მოგვწონს, რადგან თითოეული ჩვენგანი მეტადაა დაცული.

მარინა ცინცაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი:

რთულია პირბადის ტარება, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. არავის მოგვწონს სამედიცინო ნიღბის ტარება - არც მასწავლებელს, არც მშობელს და რა თქმა უნდა - არც ბავშვს, მაგრამ დღეს ასეა საჭირო. არც ამ საკითხის გაკონტროლება გაგვიჭირდება და დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას წარმატებით გავართმევთ თავს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა -  საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია

თოვლი, ძლიერი ქარი, ნისლი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

მეორე სემესტრის დასვენებისა და სასწავლო დღეების შესახებ დეტალური ინფორმაცია

რა იცვლება I-XII კლასების მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან - დეტალები ესგ-დან

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს

ღონისძიებამ მოსწავლე-მასწავლებლებს ზღაპრული საახალწლო განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

ეს დღე მოსწავლეთათვის გამორჩეულად ლამაზი, დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება