მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ელენე ჩარგაზიამ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში თემაზე - „ჩემი სკოლა შენია“ იმუშავა.
მოსწავლე სკოლის მნიშვნელობასა და სარგებელზე წერს და საკუთარ ნააზრევს გვიზიარებს.
„სკოლა ადამიანის წარმატების ეტაპობრივი საფეხურია. იგი თითოეულ მოსწავლეს ამზადებს შემდგომი განათლებისთვის. ადამიანი სწორედ სკოლის ასაკიდან იწყებს ყოველი მოვლენის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას. თითოეული პირი სკოლის ასაკში ეცნობა და იგებს, რა მოვალეობები აკისრია მას, რისი უფლება აქვს და რა შედეგების დადება შეუძლია ქვეყნისთვის და პირადი მეს განვითარებისთვის. სკოლამ გამოატარა მრავალი თაობა და აღზარდა ქვეყნის ჭეშმარიტი მამულიშვილები, სკოლიდანვე უნდა გავიაზროთ სწორი და არასწორი, ფუჭი თუ ღირებული, ყველამ შესაძლოა ვერ მიიღოს მაღალი აკადემიური ქულები, მაგრამ გაითავისოს ცნებები: ერთგულება, პატივისცემა და საზოგადოების შეგრძნება.სწორედ ამის გააზრებაში გვეხმარება სკოლა. იქ გატარებული თითოეული დღე საჩუქარია და წარმატების ახალ-ახალი შანსი. სკოლა ბავშვებს გვაჩვევს ურთიერთობებს, გვიწრთობს წინააღმდეგობების დაძლევის უნარს, გვაჩვევს განსხვავებას რეალურსა და წარმოსახვითს შორის. სკოლაში გატარებული დღეების სილაღეს წლების შემდეგ უფრო მეტად შევიგრძნობთ, ხშირად თანატოლებს შორის ბავშვური კამათი დროთა განმავლობაში სასიამოვნო და სასაცილო სასკოლო ისტორიად რჩება. სკოლა არ არის ერთი კონკრეტული პირის საკუთრება თუ საზრუნავი, ის ჩემია, შენია, მისია - ჩვენ ყველანი ამ დიდი ოჯახის შვილები ვართ. ჩვენგან ის მუდამ წარმატებას ელის და ამაში თავადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასევე სკოლა გვაანალიზებინებს, რომ ადამიანის მოთხოვნილებები და ქმედებები არ ცდებოდეს ქვეყნის მიერ დადგენილ კანონებს, მორალურ ნორმებს. სკოლის ვალია პიროვნება აღზარდოს პატრიოტიზმის, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. სკოლა არის კერა, სადაც ადამიანში ენთება სამშობლოს გრძნობა, როგორც ცეცხლი,შემდეგ იგი ღვივდება და ჩვენს მთელ არსებას მოიცავს. სკოლაში ეყრება საფუძველი თავისუფლების არსის, პიროვნების უფლებების გააზრებას, რომ თანამედროვე მსოფლიოში თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას თავისი თუ ზოგადად მოყვასის უფლებები, ხმა აიმაღლოს ბულინგის, ტრეფიკინგის და სხვათა ჩაგვრის წინააღმდეგ.
მე, ერთი თქვენგანი, სკეპტიკოსებს შევახსენებ, რომ სკოლა არის კერა, სადაც შეგვიძლია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, ლოგიკური უნარების გამომუშავება-გამოწრთობა, ფიზიკური თუ სულიერი განვითარება, არამედ სივრცე, სადაც შეგვიძლია ვიყოთ ინდივიდუალური შესაძლებლობებით რეალიზებულნი, ადგილი, სადაც შეგვიძლია უფრო საინტერესო და შინაარსიანი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება, სასკოლო ქრონიკა ხომ ჩვენი ბიოგრაფიის მყარი საძირკველია“,- წერს ელენე ჩარგაზია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე