მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 თებერვლიდან, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები იხსნება; არსებობს უამრავი რეკომენდაცია, რეგულაცია და გაიდლაინი, თუმცა მათ შორის, ერთ-ერთმა მათგანმა გაუგებრობა გამოიწვია.
ცნობილია, რომ ვირუსი სითბოში და დახურულ სივრცეში უფრო მარტივად ვრცელდება, შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, სკოლებში ჩართული უნდა იყოს თუ არა გათბობის სისტემა და საკლასო ოთახებში მაღალი ტემპერატურა ხომ არ შეუქმნის საფრთხეს მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობას. მით უმეტეს, პანდემიის ფონზე, უცხოეთის სკოლებში შეიქმნა პრეცედენტი - არ გათბეს შენობები და ბავშვები სკოლაში თბილად ჩაცმულები გაუშვან მშობლებმა, რადგან საკლასო ოთახებში ფანჯრები ღია უნდა იყოს.
ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ სკოლებში გათბობა არ ჩაირთოს - მსგავსი რეკომენდაცია არავისგან არ არსებობს. სკოლებში გათბობის სისტემა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული, სხვაგვარად წარმოუდგენელია. უბრალოდ, რეკომენდაციაა, ხშირად განიავდეს ოთახები,რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.