მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის № 103 სკოლა აღჭურვილია იმ სპეციალური საშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს, უსაფრთხო გარემოში როგორც სკოლის თანამშრომელთა ყოფნას, ასევე საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.
„სკოლის ყველა სველი წერტილი არის მოწესრიგებული, არის წყალი, ხელსაბანი ნიჟარები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ქაღალდი. ყოველი დასვენების შემდეგ სუფთავდება ონკანის სახელურები და ნიჟარები.
V-XII კლასის მოსწავლეები სწავლას იწყებენ 09:00 საათზე, ხოლო I-IV კლასის მოსწავლეები - 09:35 საათზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 30 წუთი, ხოლო შესვენებებისა - 5 წუთი. ცვლებს შორის შესვენება არის 30 წუთი. პირველი ცვლა მთავრდება 13:00 საათზე, მეორე ცვლა იწყება 13:30 საათზე და მთავრდება 17:05 საათზე.
სკოლის ეზოში მოსწავლეები შემოდიან ორი მხრიდან: ცენტრალური და გვერდითი შესასვლელიდან, ხოლო სკოლაში შედიან ოთხი კარიდან, სადაც გადიან თერმოსკრინინგს.
სკოლის პერიმეტრზე: ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახში, სამასწავლებლოში პირბადის ტარება სავადებულოა სკოლის ყველა თანამშრომლის, სკოლის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირისა და V-XII კლასების ყველა მოსწავლისთვის, ხოლო რეკომენდირებულია I-IV კლასების მოსწავლეებისთვის.
სკოლის მიერ შემუშავებულია მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგია: მშობლებთან შეხვედრები ტარდება დისტანციურად, სოციალური ქსელების გამოყენებით. ყველა კლასის დამრიგებელი ვალდებულია მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია და რეკომენდაციები სასწავლო პროცესის სკოლის სივრცეში დაწყებასთან დაკავშირებით 2021 წლის 12-14 თებერვალს. სკოლაში მშობლის მოსვლა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელ შეთხვევაში, კლასის დამრიგებელთან წინასწარი შეთანხმებით საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
სკოლის ყველა მუშაკი და მანდატური კოვიდტესტირებას გაივლიან პარასკევს, 12 თებერვალს, 12 საათიდან. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ყველა მასწავლებელს ექნება ტეტსის პასუხი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სკოლაში. გარდა ამისა, სველი წესით დასუფთავდა სკოლის მთლიანი შიდა პერიმეტრი და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
ამრიგად, ქალაქ თბილისის № 103 სკოლა ყველა რეგულაციის დაცით მზად არის სასწავლო პროცესის სკოლაში დასაწყებად. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას