TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„საკლასო ოთახში სწავლებას ვერაფერი ჩაანაცვლებს“ - ბადრი დავითაძე, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
11-02-2021
-
+


წინასწარ ნუ ვიზეიმებთ დედამიწაზე გამარჯვებას, დადგება დრო და ის შურს იძიებს ჩვენზე“, - ასე აფასებს ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ბადრი დავითაძე დღეს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას; მოხარულია, რომ მოსწავლეებმა მალევე აუღეს ალღო დისტანციური სწავლების ელემენტებს და ამაყობს, რომ მასწავლებლები ყოველთვის მზად არიან, ურთულეს სიტუაციებში გამოსავალი იპოვონ.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ კოსმოსურ ეპოქაში, მაშინ, როცა ქვეყნების გარკვეული ნაწილი პოსტინდუსტრიულ ფაზაშია გადასული და თითქოს აკონტროლებენ დედამიწაზე ყველაფერს, თვალით უხილავმა ვირუსმა დაგვაჩოქა...

დასკვნა: „წინასწარ ნუ ვიზეიმებთ დედამიწაზე გამარჯვებას, დადგება დრო და ის შურს იძიებს ჩვენზე“.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- არსებობს განათლების მიღების ალტერნატიული გზები, თუმცა საკლასო ოთახში სწავლებას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც მოულოდნელობის, ფსიქოლოგიური სტრესის, იზოლირებისა და ნოსტალგიების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ურთულეს სიტუაციებში გამოსავლის ძიების მზაობა, მონდომება და პასუხისმგებლობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თუ როგორ მოკლე ვადაში მოახერხეს დისტანციური სწავლების ელემენტების დაუფლება, როგორ ძლიერ ჰყვარებიათ სკოლა და მისი საზოგადოება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ფარ-ხმალი არ დაყარონ, დაიცვან რეკომენდაციები და შვილებიც მიაჩვიონ კანონმორჩილებას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- თუ როდის დავამარცხებთ პანდემიას, როდის დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება