სიახლეები
სიახლეები

სკოლებში ბუფეტები და წრეები მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ - განათლების მინისტრის მოადგილე
12-02-2021
-
+


სკოლებში ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


„დიდ ქალაქებში, რადგან ორშაბათიდან სწავლას ვაგრძელებთ, ჩვენი ასევე მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ სკოლაში არსებობს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შესაძლებლობა მივცეთ, ამ სერვისებმაც დაიწყონ, განაახლონ მუშაობა. იქნება ბუფეტი, თუ სხვა წრეები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ეტაპობრივად მივცემთ შესაძლებლობას ბუფეტიც გაიხსნას და სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის მოხდება, ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ რიცხვს.

კერძო სკოლებთან შემთხვევაში აქვთ განსხვავებული მიდგომა, როდესაც არა ბუფეტი, არამედ მოსწავლეებისთვის საკვების მიწოდება იქნება. ამ შემთხვევაში „ლანჩბოქსები“ იქნება, უშუალოდ საკლასო ოთახში მიეწოდებათ და ოთახები განიავდება და დასუფთავდება დიდი შესვენების პერიოდში, რომელსაც სკოლა იყენებს“, - განაცხადა დგებუაძემ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება