სიახლეები
სიახლეები

სკოლებში დაბრუნების შესახებ პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა
12-02-2021
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბავშვების სკოლაში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვები პანდემიის გამო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

„უკვე ერთი კვირაა ვცდილობ მაქსიმალურად ყოველ კვირას მივიდე სკოლაში, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. ბავშვები სასწრაფოდ, ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში, რომ შეძლონ ნორმალური განათლების მიღება.

მეორეს მხრივ, ამ ბავშვების მშობლებს, ოჯახებს ელემენტარულად უჭირთ, ყოველდღიურად იბრძვიან ყოველდღიური შემოსავლისთვის. ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მნიშვნელობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ჯანმრთელობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება