მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N102 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული ხვდება.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისის N102 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში განახლდება 15 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
Covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ, სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებითა და დეზობარიერის სითხეებით, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით;
ფუნქციონირებს საიზოლაციო ოთახი ცხელებიანი მოსწავლეებისთვის.
მიმდინარეობს საკლასო ოთახების, დერეფნების, სველი წერტილების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
️სველი წერტილები აღჭურვილია თხევადი სასაპნე მოწყობილობითა და თხევადი საპნით, ერთჯერადი ხელსაწმენდით, დახურული ურნებით, ტუალეტის ქაღალდით;
ყველა სართულის დერეფანში, შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეში დამონტაჟებულია სადეზინფექციო მოწყობილობები.
სასწავლო პროცესი დაგეგმილია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად. სკოლის ყველა თანამშრომელი, შენობაში შემომსვლელი ყველა პირი ვალდებულია ატაროს პირბადე, ასევე უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით V-XII კლასის მოსწავლეები ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე, პირბადით უზრუნველყოფს მშობელი, ხოლო I - IV კლასის მოსწავლეს პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვს
მიმდინარეობს სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების პროცესი, რაც ყოველ ორ კვირაში განხორციელდება.
მოსწავლეების მშობლებს რეკომენდაცია ეძლევა:
ასევე რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს სასმელი წყალი დასტიკერებული მოსწავლის სახელი და გვარით“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას