მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. VI კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელიც მაია ავეტისიანი გახლავთ, ისტორიის პედაგოგის - მაია ნათენაძე-გელაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების მიერ, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ კონკურსში „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია".
საყუნეთის საჯარო სკოლის Vi კლასის მოსწავლემ, რატი კოჩიტოვმა, წარმატებით გაართვა თავი საკონკურსო საკითხებს და მას გადაეცა საჩუქრები - დიპლომი წარმატებული მონაწილეობისთვის.
„ემოციების გარეშე დაჯილდოებას არ ჩაუვლია, რატის თვალზე სიხარულის ცრემლიც კი მოადგა; მეგობრებმა და მასწავლებლებმა მას წარმატება მიულოცეს და უსურვეს წინსვლა ცხოვრების გზაზე“, - აღნიშნულია ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის, ნატო დვალაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას