სიახლეები
სიახლეები

პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხის განხილვა დაიწყო
12-02-2021
-
+


საქართველოს პარლამენტში მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. ცვლილებების პროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შედეგად, შეიქმნება ორი - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და 57 თანხმლები კანონპროექტი მომზადდა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები წარმოდგენილ კანონპროექტში აისახა, გამომდინარე კანონპროექტები კი მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს და სახელწოდების ცვლილებებს მოიცავს. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც სამინისტროების უფლება-მოვალეობებს დარგობრივად გამიჯნავს და სამინისტროებს შესაბამის ფუნქციებს მიანიჭებს.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა. ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან ახალგაზრდობის სააგენტოს გამოსვლის და მისი ახალ სამინისტროში გაერთიანების საკითხზე კითხვები დასვეს და მომხსენებლისგან დამატებითი განმარტებები მოითხოვეს.

ბექა დოჭვირმა კომიტეტის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს კანონპროექტის სამივე მოსმენით განხილვებში მონაწილეობის მიღება და პროცესებში ჩართულობა შესთავაზა.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება