მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებისთვის კოვიდზე ტესტის ჩაბარება ყოველ ორ კვირაში ერთხელ სავალდებულოა - ასეა გაწერილი მთავრობის დადგენილებაში, თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისი, როდესაც პედგოგს შესაძლოა ტესტირება არ დასჭირდეს და ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. აქვე კი საინტერესოა, რა ხდება იმ შემთვევაში, თუ პედაგოგი კოვიდ-ტესტირებაზე პრინციპულად ამბობს უარს?
სხვათა შორის, რამდენიმე მასწავლებელს დირექციამ განუცხადა, ტესტს თუ არ ჩააბარებ, დაგაჯარიმებენო, მაგრამ სანქციის შესახებ მთავრობის დადგენილებაში ნათქვამი არაფერია.
ასე რომ, თუ მასწავლებელი კორონავირუსზე ტესტს, პირადი მოსაზრებების გამო არ ჩააბარებს, დისციპლინური სახდელი არ განიხილება - სკოლის დირექციას აქვს ამაზე ინფორმაცია და მისცემს მას შესაძლებლობას, გაკვეთილი ჩაატაროს დისტანციურ რეჟიმში, ან ტესტირების გავლამდე, მას სხვა, უკვე ტესტირებული პედაგოგი ჩაანაცვლებს.
მთავრობის დადგენილებით, ტესტირება სავალდებულოა და მას პედაგოგი დიდხანს თავს ვერ აარიდებს, არატესტირებული პედაგოგის გაკვეთილზე შესვლა კი კატეგორიულად დაუშვებელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.