მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 თებერვალს თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში მოსწავლეები დაბრუნდნენ, თუმცა ცოტამ თუ იცის იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც თითოეულ მათგანს ეხება. გარდა იმისა, რომ პანდემიური ფონიდან გამომდინარე, ყველას - მასწავლებელსაც, მოსწავლესაც და მშობელსაც მკაცრად გაწერილი აქვთ - ხელის ხშირი დაბანით დაწყებული, სკოლის კარის დახურვით დასრულებული, ყველა ნორმა, ახალი პროტოკოლით, მოსწავლის პირველივე დაგვიანებაზე საქმეში დირექცია ერთვება.
საქმე ის გახლავთ, რომ დაგვიანებაზე დირექცია ადრეც ერთვებოდა, ოღონდ იმ შემთვევაში, თუ ბავშვი ხუთჯერ დაიგვიანებდა, ახლა კი, პირველივე გადაცდომაზე მანდატურს უფლება აქვს ოქმი შეაგინოს და საქმე შემდეგი რეაგირებისთვის დირექციას გადასცეს.
„მანდატურის სამსახურის მიერ მოსწავლეთა დაგვიანება აღირიცხება ელექტრონულად და რეაგირებისთვის ეგზავნება დირექციას;
დაგვიანების აღრიცხვა და მასზე რეაგირება ხდება თითოეულ შემთხვევაზე (განსხვავებით წინა გამოცდილებისგან, როდესაც ოქმი 5 დაგვიანების დაგროვების შემდეგ დგებოდა და ხდებოდა რეაგირება).
როგორც განგვიმარტეს, ეს შექმნილი ვითარებითაა განპირობებული და ამიტომ, სკოლა ვალდებულია, „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოსწავლეთა გამოცხადებას სკოლაში მინიმუმ სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.