მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 121 წლისთავი აღნიშნეს.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა და რუსული ენის პედაგოგებმა - რუსუდან კონცელიძემ და მეგი სეიდიშვილმა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ბორის პასტერნაკის მიერ რუსულად ნათარგმნი ქართველი პოეტების ლექსები.
„პოეტი პროზაში, პროზაიკოსი პოეზიაში...
დღეს, ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 121 წელი გავიდა... პოეტისა, რომელიც განსაკუთრებულად იყო დაკავშირებული საქართველოსთან.
ამ დღესთან დაკავშირებით მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა და რუსული ენის პედაგოგებმა (რუსუდან კონცელიძე, მეგი სეიდიშვილი) პოეტის შემოქმედებაზე, მისი თანამედროვე ქართველი მწერლების ურთიერთობასა და საქართველოში სხვადასხვა დროს მოგზაურობის საინტერესო ფაქტებზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ბორის პასტერნაკის მიერ რუსულად ნათარგმნი ქართველი პოეტების ლექსები...
ბორის პასტერნაკის პოეზია და პროზა განსაკუთრებული მოვლენაა XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში.
მან ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ კი დევნის პერიოდში, 1959 წელს, მეორე სამშობლო ჰპოვა ჩვენს ქვეყანაში. იგი, საქართველოსთან და ქართველ პოეტებთან ურთიერთობით, შეიძლება ითქვას, მეორეჯერ დაიბადა (პირველი ვიზიტის შემდეგ გამოცემულ მის პოეტურ კრებულს ასეც ერქვა – „მეორე დაბადება“)...“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას