მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ჩვენი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა“ პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციას მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა.
„კორონავირუსის საპრევენციო ნორმების დაცვის გამო პრეზენტაციას მხოლოდ მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სოფლის თემის წარმომადგენლებთან და ასევე პედაგოგებთან ჩაწერილი გამოკითხვის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც მოსწავლეებმა პროექტის ერთ-ერთი აქტივობიდან გამომდინარე 2020 წლის 16 თებერვალს ჩაწერეს. ასევე გაიმართა ვრცელი საუბარი და დისკუსია ჩვენი ცხოვრების წესის კავშირზე ჯანსაღ ცხოვრებასთან. მოსწავლეებმა თემისა და პედაგოგების გამოკითხვის საფუძველზე ჩამოაყალიბეს დასკვნითი დებულებები - თუ რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისას. მათ მოსწავლეებს წარუდგინეს თავიანთი დასკვნა და ასევე მოისმინეს მათი აზრი და დამატებითი რეკომენდაციები მოცემულ თემასთან დაკავშირებით. პრეზენტაციაზე საუბარი ასევე შეეხო მსოფლოს ახალ გამოწვევას- COVID19-ს. პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომელშიც განთავსებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა მოსწავლეთა და არა მარტო მოსწავლეთა ინფორმირებისთვის ჩვენი ცხოვრების წესსა და მის კავშირზე ჯანმრთელობასთან“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას