სიახლეები
სიახლეები

მეათეკლასელთა კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება
11-10-2016
-
+


სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პერსონალური კომპიუტერით ამჯერად, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის და ძველი თბილისის  საჯარო სკოლების 218 წარმატებული მეათეკლასელი დააჯილდოვა.

უახლოს დღეებში ყველა ბენეფიციარი მიიღებს ჯილდოს-პერსონალურ კომპიუტერს.

შეგახსენებთ, რომ კომპიუტერებით ის მოსწავლეები საჩუქრდებიან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროექტი წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად იზრდება დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვიც. პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებას.

2016 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2015-2016 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

თბილისის მასშტაბით სულ 448 (გასულ წელს 356) მეთეკლასელი დასაჩუქრდება, საქართველოს მასშტაბით კი, 2470 (გასულ წელს 1970).

უახლოს დღეებში ყველა ბენეფიციარი მიიღებს ჯილდოს-პერსონალურ კომპიუტერს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება