მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
27 თებერვალს, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მართავს კონფერენციას თემაზე: „სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენციის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება, სკოლის მართვისა და დისტანციური სწავლების საუკეთესო, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.
„ეს კიდევ ერთი საშუალებაა პროფესიული განვითარებისათვის და მოსწავლეზე ორიენტირებული დისტანციური სასწავლო პროცესის მართვის გასაუმჯობესებლად. კონფერენციის ფარგლებში სკოლის დირექტორებს, მოადგილეებს, ხელმძღვანელ პირებს და ზოგადი განათლების სფეროში მოღვაწე პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას.
წარმოდგენილი თემები უნდა ეფუძნებოდეს მომხსენებლის გამოცდილებას.
კონფერენციის მომხსენებელი შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ხელმძღვანელი პირი, კათედრის ხელმძღვანელი, ხარისხის მართვის ჯგუფის წევრი და განათლების სფეროში მოღვაწე პირი.
კონფერენციაზე სკოლის დისტანციური მართვისა და ონლაინ სწავლების შესახებ გამოცდილებას გაგვიზიარებენ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან და პოლონეთიდან.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველებმა მოხსენების აბსტრაქტი უნდა წარმოადგინონ 10 თებერვლამდე. სრული საკონფერენციო თემა 15 თებერვლამდე.
კონფერენციის მონაწილეები და მსმენელები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ბმულზე 15 თებერვლის ჩათვლით. https://bit.ly/35QzJNq
მომხსენებელთა სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/36ksm0X
გთხოვთ, საკონფერენციო თემები გადმოაგზავნოთ მითითებულ ვადებში ქვემოთ მოთხოვნილი ფორმების დაცვით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
info@schoolprogress.ge
კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებებია:
• სკოლის ციფრული მართვის გამოწვევები, უპირატესობები და პრობლემები;
• ონლაინ სწავლების გამოწვევები, უპირატესობები და პრობლემები;
• სკოლის განვითარების მხარდამჭერი სასკოლო კულტურის შექმნა და მართვა;
• სწავლა / სწავლების პროცესის ონლაინ მონიტორინგი და შეფასების სტრატეგიები;
• ინკლუზიური განათლება ონლაინ სწავლების დროს;
• არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების დროს;
• განხორციელებული ონლაინ პროექტები და აქტივობები;
• ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;
• დისტანციურ სასასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
• თანამშრომელთა მამოტივირებელი ინსტრუმენტები დისტანციური მართვის დროს და სხვ.
მომხსენებელს შეუძლია თემა აარჩიოს ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან ან თავად შეარჩიოს სასურველი თემა საკუთარი პრაქტიკიდან.
საკონფერენციო თემა, მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), რეგლამენტი - 10 წუთი. კონფერენციის მუშაობის ენა: ქართული.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დარეგისტრირების ბოლო ვადაა 15 თებერვალი:
https://bit.ly/35QzJNq
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, მიიღებენ პრიზებს და მათი მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულ ჟურნალში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სკოლას: +995 579 02 25 25
„პროგრესი“ წარმატებებს გისურვებთ!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას