მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოში, სოფელ კალოთაში, სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლი საღამოს საათებში სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის შენობაზე ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
სოფელ კალოთის სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს. აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრი მაია ხაჯიშვილი უკვე გაემგზავრა ხულოში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, სკოლისთვის კი ალტერნატიული შენობა გამოიძებნება.
აჭარის მტავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა სოფელში სასწავლო პროცესი არ შეწყდეს, უახლოეს დღეებში კი მომზადდება სკოლის ახალი პროექტი და სოფელს მალე ექნება სკოლის ახალი შენობა.
„მეხანძრე-მაშველები ახლაც აგრძელებენ ხანძრის ლიკვიდაციას. დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.